Saturday, October 31, 2009

Memories of My Melancholy Whores

დღეს ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მინდა წარმოგიდგინოთ, წიგნი რომელმაც დიდი მითქმა მოთქმა და კრიტიკსთა მოწონება და დაწუნება გამოიწვია. ესაა გაბრიელ გარსია მარკესის პატარა ნოველა ”Memories of My Melancholy Whores ”.

წიგნი არის 90 წლის ჟურნალისტზე რომელსაც ერთი დიდი და მძაფრი სურვილი აქვს- თავის დაბადების 90 წლისთავი აღნიშნოს ქალიშვილ არასრულწლოვანთან გოგონასთან ველური და ვნებიანი სექსით. ეს სურვილი იმდენად დიდია რომ ის სულმოუთქმენლად ელოდება მისი ნაცნობი ქალის ზარს (რომელიც ბორდელის მამაშაა) რომელიც სასურველ გოგონას შესთავაზებს. ჟურნალისტი მარტოხელა კაცია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი არაფერი გაუკეთებია, ცხოვრობს მშობლების სახლში, წევს საწოლში სადაც დაიბადა და სადაც ალბათ გარდაიცვლება. თავიდან სკოლებში მუშაობდა, შემდეგ გაზეთებისათვის წერდა. ახალგაზრდობაში საყვარლების სიასაც კი ადგენდა, მაგრამ როცა ასაკში შევიდა და საყვარლებიც აღარ ყავდა ძალიან ბევრი სიის წერას შეეშვა რაც მთავარია სექსში სულ იხდიდა ფულს, და მისი პარტნიორებიც მუდამ იცვლებოდნენ.

და აი გათენდა მისი დაბადების დღე, დღე როცა ის გახდა 90 წლის, სპეციალურად გამოიპრანჭა, ჩაივა აბრეშუმის პერანგი, აიღო ფული და ნაცნობი ბორდელისაკენ გაეშურა სადაც მას თავისი საჩუქარი ელოდება. დიასახლისთან მცირეოდენი საუბრის შემდეგ ის მიდის თავის ოთახში, აღებს კარს და ხედავს ლოგინზე ჩაძინებულ, ულამაზეს შიშველ სხეულს.....

მეტის დაწერას არ ვაპირებ, ეს უკვე იმიტომ რომ მინდა ეს ლამაზი წიგნი თავად წაიკითხოთ. ერთ ვიტყვი - წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დამიჯერეთ ძალიან დიდ სიამოვნებასა მიიღებთ.

წიგნის რუსული ვერსიის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ აქედან- Вспоминание моих грустных шлюх

3 comments:

  1. მოხიბლული ვარ, ტომუშკა! ასეთ მაგარ რევიუს საგამომცემლო სახლები ვერ აკეთებენ! :)

    ReplyDelete
  2. ნიკოლ- მადლობა :):*

    ReplyDelete
  3. მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი. ქართულად, თუ არ ვცდები, შარშან გამოიცა.
    ზუსტად რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, პაუზის გარეშე :)

    ReplyDelete