Thursday, July 8, 2010

Adams bok - ოსა მობერგი, ადამ ინჩედი-გომბოში

ოსა მობერგისა და ადამ ინჩედი-გომბოშის მიერ დაწერილი წიგნი Adams bok ბიოგრაფიული ხასიათისაა და მოვითხრობს მანო-დეპრესიული ადამიანის ადამის ცხოვრებას.

ვერც კი იტყვი რომ წიგნი ისაა რაც უნდა იყოს, რადგან Adams bok - წარმოადგენს წიგნს იმ წიგნის შესახებ რომლის დაწერაც ვერ მოხედხდა ერთი მიზეზის გამო - როცა ადამი დეპრესიულ ფაზაში იყო, მას არ შეეძლო მუშაობა, ხოლო როცა მანიაკალურ ფაზაში უბრალოდ კონცენტრაციას ვერ ახდენდა სამუშაოზე თუმცა წიგნის დაწერის სურვილი ორივე პერიოდში ჰქონდა.

რაზეა წიგნი გარდა იმისა რომ მოგვითხრობს მანოდეპრესიული ადამინის ცხოვრების სტილს? ველლ, წიგნში არის განხილული უამრავი პრობლემა რომელიც შეეხება ფსიქიატრიულ სამსახურს, თუ რამდნად მოუწესრიგებელია ის, როგორ ახდენენ პაციენტების მიღებას, დატოვებას - ძალით თუ ნებით, მკურნალობას. ასევე ვხედავთ იმ ადამიანების ცხოვრებას რომლებიც ავადმყოფის გარშემო არიან და მასზე აგებენ პასუხს.

ამ ფაქტების გარდა ასევე განხულულია მორალური დილემები როგორც პაციენტის, ისევე ექიმის და მომვლელის მხრიდან.