Showing posts with label ბიოგრაფიული წიგნები. Show all posts
Showing posts with label ბიოგრაფიული წიგნები. Show all posts

Sunday, March 20, 2011

Theun de Vries-Rembrandt

ამ ბოლო დროს დიდი სურვილი გამიჩნდა დამეწყო ბიოგრაფიული წიგნების კითხვა, ხოდა ბევრი ფიქრის შემდეგ თეინ დე ფრისის „რემბრანდტი“ ავირჩიე.

Rembrandt van Rijn
„რემბრანდტზე ბევრი წიგნია დაწერილი, XVII საუკუნის უდიდესი ჰოლანდიელი მხატვრის ფატალურ ბედისწერას მსოფლიოს მრავალი მწერლის, მკვლევარისა თუ კრიტიკოსის ყურადღება მიუქცევია. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიელი მწერალი-კომუნისტი თეინ დე ფრისი (Theun de Vries). იგი გვესაუბრება რემბრანდტის ცხოვრების მეტად რთულ პერიოდზე, როცა მძიმე დარტყმისაგან განადგურებული მხატვარი მაინც თავისი ჰუმანური იდეალების, თავისი შემოქმედების უკომპრომისო ერთგული დარჩა.“

* * *

როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს.
...რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.