Monday, October 12, 2009

The Kawa Model

რადგან სწავლა დამეწყო, დროში ძალიან გავიჭედე და შესაბამისად სპეც ლიტერატურის გარდა თითქმის ვერაფერს ვკითხულობ, ან რასაც ვკითხულობ ძააალიან ნელა. ამიტომ გადავწყვიტე სპეც ლიტერატურაზე დამეწერა რამოდენიმე რევიუ.

ჩემი პირველი რევიუ ეხება ოკუპაციურ თერაპიაში ერთ ერთ ვყელაზე ლამაზ მოდელს - The Kawa Model, Culturally relevant occupational therapy. Iwama M. ვისთვის არის ეს წიგნი? პროფესიონალ ოკუპაციურ თერაპევტების გარდა, ეს წიგნი მშვენიერი საკითხავია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აინტერესებს ადამიანის ქცევა და ამ ქცევის ახსნა

მოდელი მთლიანად აგებული და დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიაზე, სადაც წყალს (Mizu) და კერძოდ მდინარეს (Kawa) ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მდინარე არის ადამიანის სიცოცხლე, რომელიც სულ პაწაწუნაა როცა იწყება, მთიდან ამოდის და ჩქარა მოედინება, რაც უფრო იზრდება მით უფრო ფართოვდება მისი კალაპოტი და წყალიც უფრო ნელა მიედინება, საბოლოოდ კი მდინარე უერთდება ზღვას და ადამიანის სიცოცხლეც წყდება. ისევე როგორც ყველა მდინარეში აქაც ქგვხვდება ქვები (Iwa) რომელებიც ხელს უშლიან წყლის დინებას. ქვები წარმოადგენენ პრობლემებს რომლებიც ხელს უშლიან ადამიანის აქტივობას. მდინარეში ასევე გვხვდება მორები (Ryuboku), მათი მეშვეობით ხდება ქვების დაშლა და მიზანმიმართული, აზრიანი აქტივობის გაგრძელება. როგორც წესი, მორები ადამიანის ფსიქოლოგიურ სთავისებურებებს გამოხატავენ.

მოდელში ასევე გვაქვს მდინარის ფსკერი და მდინარის კედლები რომელებიც ადამიანის სოციალურ გარემოცვას წარმოადგენენ. მოდელში ეს ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წერტილად განიხილება.

რჩევები:
თუ თქვენ დაგაინტერესათ ამ მოდელმა, შეგიძლიათ მათი საიტი მოინახულოთ The Kawa Model ამ გვერდზე შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ მოდელის შინაარს და თუ სურვილი გაგიჩნდათ დაუკავშირდეთ მოდელის შემქმნელებს :)


No comments:

Post a Comment