Showing posts with label რომანი. Show all posts
Showing posts with label რომანი. Show all posts

Wednesday, May 25, 2011

ერიკ-ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი

-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო... ეს იქნება ჩვენი საიდუმლო - ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!

 1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.

აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია...  შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა - კი. ( ჟოზეფი))

ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.

შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ  შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 - აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს  ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)

P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ ბევრად უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.

Clown 

Tuesday, May 24, 2011

Arthur Clarke-The city and the stars

არტურ კლარკი
სერ არტურ კლარკი დაიბადა სომერსეტში 1917 წელს და თავისი ცხოვრების დიდი პერიოდი შრი-ლანკაში გაატარა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია ფანტასტიკის სფეროში. აგრეთვე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელმაც კავშირგაბმულობის თანამგზავრის მოქმედების პრინციპი ჩამოაყალიბა. 2001 წელს თანამშრომლობდა სტენლი კუბრიკთან, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო რომანებისთვის, მათ შორის „ბავშვობის დასასრული“, „პაემანი რამასთან“ და „სამოთხის შადრევნები“.


თავიდან ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე დავეჭვდი, მეგონა შემეშალა და კლიფორდ დ. საიმაკის რომელიმე წიგნს ვკითხულობდი, არ მესმის ასე ძალიან რატომ ჰგავს ერთმანეთს მათი წერის სტილი, მაგრამ ფაქტია ისე მაგრად წერენ ფენტეზის, რომ მთელი თვე გონებიდან არ გამომდის „კადრები“.

წიგნში საუბარია ქალაქ „დიასპარზე“, სადაც რობოტებივით დაპროგრამებუული ადამიანები ცხოვრობენ. იქ ყველაფერი ციფრულია, მატერია არ არსებობს, მოსახლეობა ნივთებსაც კი მეხსიერების საცავებში ინახავს. ამ ქალაქში არ არსებიბს დაბადება და სიკვდილი, ემოციებიც და მომავალიც კი დაპროგრამებული აქვთ ადამიანებს, რომლებსაც „ცოცხალი“ ცივილიზაციების ეშინიათ...

ქალაქები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ დიასპარს ვერც ერთი შეედრება. საუკუნეების განმავლობაში ქალქს მზრუნველი კალთა გადაეფარა თავისი მოდგმისათვის და განადგურების შენელებული პროცესისგან და გარე სამყაროს საფრთხეებისგან იცავდა. დიასპარი ერთ დროს უდიდეს ძალას ფლობდა, რაც ვასკვლავებზე ბატონობიოს საშუალებას აძლევდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ლეგენები ამბობენ, მოვიდნენ დამპყრობლები და კაცობრიობა იძულებული გახდა, ამ უკანასკნელ თავშესაფარს შეკედლებოდა.

ჩემი აზრით, ეს წიგნი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.


საოცრად ეფექტური...მომაჯადოებელი, დავუვიწყარი მომავლის სამყარო - რობერტ სილვერბერგი


შორეულ მომავალზე შექმნილი რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური- Sunday Time


Clown

Sunday, March 20, 2011

Theun de Vries-Rembrandt

ამ ბოლო დროს დიდი სურვილი გამიჩნდა დამეწყო ბიოგრაფიული წიგნების კითხვა, ხოდა ბევრი ფიქრის შემდეგ თეინ დე ფრისის „რემბრანდტი“ ავირჩიე.

Rembrandt van Rijn
„რემბრანდტზე ბევრი წიგნია დაწერილი, XVII საუკუნის უდიდესი ჰოლანდიელი მხატვრის ფატალურ ბედისწერას მსოფლიოს მრავალი მწერლის, მკვლევარისა თუ კრიტიკოსის ყურადღება მიუქცევია. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიელი მწერალი-კომუნისტი თეინ დე ფრისი (Theun de Vries). იგი გვესაუბრება რემბრანდტის ცხოვრების მეტად რთულ პერიოდზე, როცა მძიმე დარტყმისაგან განადგურებული მხატვარი მაინც თავისი ჰუმანური იდეალების, თავისი შემოქმედების უკომპრომისო ერთგული დარჩა.“

* * *

როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს.
...რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.

Thursday, March 10, 2011

კრძალვითა და ცახცახით…

„ბატონი ჰანედა ბატონი ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი – ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო – ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი – ჩემი. მე თვითონ არავის უფროსი არ ვყოფილვარ.“
ასე იწყება ამელი ნოტომის რომანი „კრძალვითა და ცახცახით“, რომლისთვისაც ავტორმა 1999 წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.
როგორც წინა პოსტში ვახსენე ამელი ნოტომის მამა ბელგიელი იყო. ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ქალი ამელია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დაიწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.
ჩემი აზრით წიგნი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირების შესახებაა. მთავარ გმირს „აღარაფერი გაეგებოდა“, იგი ფიქრობდა, რომ არავის უნდოდა ადამიანი თავისი ღირსებით და გამუდმებით ეკითხებოდა თავის ცნობიერს/არაცნობიერს: „განა შეიძლება, ჯოჯოხეთს ღმერთი მართავდეს?“
ამელი გვეუბნება, რომ არსებობის ინტიმური და უმნიშვნელო მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება და დროა, დავფიქრდეთ იმ აკრძალვათა ყოვლისმომცველობაზე, მთელ ცხოვრებას რომ ასე მკაცრად გვისაზღვრავს.
ავტორი აგრეთვე საუბრობს იაპონურ კულტურაზე, შეხედულებებზე, მორალზე, ეთიკაზე და იძახის, რომ უცხოელთაგან ვისაც კი სურვილი გასჩენია, იაპონიას შესისხლხორცებოდა, თავისი ღირსების საქმედ უქცევია იმპერიის წეს-ჩვეულებათა დაცვა.
ტექსტი ალბათ იერარქიული კიბის პრინციპზეა აგებული და მისი უმეტესი ნაწილი მაინც მიგვანიშნებს „შეუბღალავ სახელზე“, რომელიც არაფერს მოგვიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გვექნება, რაც სიამაყით ვერ აგვავსებს, მით უმეტეს – სიამით.
პირადად მე, ამ წიგნში დავინახე უღიმღამო მოვალეობათა უსასრულო რიგი, მაგრამ დასასრული სასტიკად მესიამოვნა…

Clown 

Wednesday, March 9, 2011

ამელი ნოტომი და „კატილინას წინააღმდეგ“

რა ხდება, როცა სულის უფსკლულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენთ? შეგვძულდება თუ არა თავი?

1967 წელს დაიბადა იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამოდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში.
გამოქვეყნებული აქვს თოთხმეტი რომანი. 1999 წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.
1995 წელს გამოცემული რომანისთვის „კატილინას წინააღმდეგ“ მას მიანიჭეს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია.
„კატილინას წინააღმდეგ“ არის თეატრალური მინი-პიესა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი, სამი, ოთხი პერსონაჟი. კითხვისას ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი ადამიანი ნისლში გახვეულივით ხვდება, როგორ ემატება მის მექანიკურ ბილბორდს „არამირაჟული ფრაზები“. მაგალითად, როგორიცაა „ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს!..“
ამელი გვესაუბრება ცნობიერის და არაცნობიერის გაუცხოებაზე, ანუ რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?! იგი მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველაფრის გააზრების სურვილი სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასია.
ის დეტალურად აყალიბებს „ცარიელი“ ადამიანის პრობლემებს და მის მიერ გავრცელებულ, სხვა ადამიანებზე შემოხვეულ დუმილს. ყოველგვარი გადახვევის გარეშე გვეუბნება, რომ სიცარიელეს შემაძრწუნებელი შესაძლებლობები გააჩნია და დაუნდობელი კანონები მართავს.
პირადად მე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ არ ვირჩევთ/ვიცნობთ საკუთარ თავს. მემგონი ამელიც გავიცანი, მას იშვიათი უნარი გააჩნია – იხუმროს ყველაფერზე და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე.

Clown

Saturday, November 6, 2010

ემა ჰამბერგის - Brunstkalendern

ჩემმა ქმარმა ამ წიგნის მიმოხილვა რომ წაიკითხა მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა - BORING! ეგრევე მივხდი რომ ჩემთვის რარაც საინტერესოს წააწყდა, წიგნი ბიბლიოთეკაში არ დავაბრუნე დავიწყე კითხვა. Brunstkalendern - ისეთი კატეგორიის წიგნია ქალების რომანს რომ ეძახიან. ისტორია სამი დის ცხოვრებაზეა რომლებსაც თითქოს ყველაფერი აქვთ მაგრამ ამავდროულად ძალიან უბედურები არიან.

ლენა, 34 წლის - ცხოვრობს სოფელში, ყავს ოთხი ბავშვი, ბევრი კურდრელი, კატა და ძაღლი, ქმარი რომელიც დილის ექვსი საათდიდან ღამის 10 საათამედ მუშაობს. ლენა ნერვიული აშლილობის ზღვარზეა და ჩვლილებების გაკეთებაა საჭირო, თორემ შეიძლება თავი მოიკლას ან სახლი დაწვას.

ოსა, 37 წლის, გახდა მილიონერი მის მიერ შემქნილი პროგრამების წყალობით. ის და მისი ქმარი ადამი ცხოვრობენ სტოკჰოლმის ცენტრში ძალიან დიდი ბინაში. ოსა თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, ქავს მოსიყვარულე ქმარი, საყვარელი სამუშაო, ბევრი ფული მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან უბედურია რადგან არ ყავს ბავშვი.

მარი, 42 წლის, არის შეფი ერთ-ერთ ბარში. უყვარს როკ მუსიკა, ცხოვრობს მარტო ერთგულ როტვეილერ ოტოსთან ერთად. კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით მანამ სანამ მამა არ გარდაეცვალა.

მამის გარდაცვალება გადამწყვეტი მომენტი ხდება სამივე დის ცხოვრებაში. თუ როგორ და რატომ არ გავაგრძელებ იმიტომ რომ წიგნის წაკითხვის მოტივაცია არ დაგიკარგოთ :)

Thursday, December 17, 2009

Sputnik Sweetheart, Haruki Murakami

დღეს ჰარუკი მურაკამის ერთ ერთ წინგნზე უნდა მოგითხროთ. მისი სახელია Sputnik Sweetheart და წარმოადგენს მურაკამისეულ ფიქშიონ ჟანრის ნოველას. წიგნში სულ სამი პერსონაჟია სუმიმე ოცდაათი წლის ნიჭიერი მწერალი ქალი, რომელიც ცდილობს წერას მაგრამ არ გამოსდის, მიუ - ქალი, რომელზეც სუმიმე ყურებამდეა შეყვარებული მიუხედავად მათ შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებუსა და თავად მთხრობელი რომელიც რამოდენიმეჯერაა წიგნში მოხსენიებული სუმიმიმეს მიერ K.- დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რომელსაც ასევე უყვარს სუმიმე, თუმცა ეს უკანასკნელი მის გრძნობებს არ იზიარებს. სასიყვარულო საკუთხედია პირდაპირ.

ერთ დღეს K. ს ურეკავენ რომელირაც ბერძნული კუნძულიდან. ზარის ავტორი სუმიმეს შეყვარებული მიუა, რომელიც ძალიან გაკვირვებული, დადარდიანებული და შეშინებულია სუმიმეს გამო. როგორც ის ამბობს, სუმიმე ყოველვარი საუბრის და გაფრთხილების გარეშე გაქრა. წიგნში ისმის კითვა სად არის სუმიმე? იქნებ ის მკვდარია? ან იქნებ სადმე ჭაში ჩავარდა? (ვისაც გაქვთ წაკითხული - The Wind-Up Bird Chronicle, ნაცნობი იქენბა თქვენთვის რას ვგულისმობ) ან იქნებ სხვა სივრცეში გადავიდა?

რადგანაც მინდა თქვენ ჩემმა მკითხველმა ეს წიგნი წაიკითხოთ, ამიტომ არ გავცემ პასუხს ზემოთ დასმულ შეკითვებს, ასევე არ დავწერ თუ რატომ ქვია წიგნს Sputnik Sweetheart. ამ ყველაფრის პოვნა ტავად შეგიძლიათ ქვემოთ დადებულ ბმულზე.
წინგნის რუსული ვერსიის ჩამოქაჩვა აქედან შეგიძიათ - Sputnik Sweetheart, RUS

ახლა რაც შეეხება წინგის ჩემეულ შეფასებას. ძალიან სუსტი, მითუმეტეს ისეთი წიგნების გვერდზე როგორებიცაა The Wind-Up Bird Chronicle, Kafka on the shore, Norwegian wood. არანაირი ახალი პერსონაჟი, ახალი გარემო ან რამე სხვა, ესა წიგნი გამოდგა უბრალოდ გამეორება ჩემ მიერ ზემოთ დასახლებული სამი წიგნისა. თუმცა წაკითხვას მაინც გირჩევთ მითუმეტეს თუ ზემოტ დადებული სამი წიგნიდა არცერთი წაგიკითხავთ.

In Cuba I was a German Shepherd, Ana Menendez

კუბაზე ვიყავი გერმანული ნაგაზი - არის ერთ ერთი წიგნი რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ავტორს ანა მენდესს სულ როიოდე წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ მიუეხედავად ამისა მისმა ამ მშვენიერმა წიგნმა Pushcart-ის პრიზი აიღო. წიგნში აღწერილი სიტუაცია სრულიადაც არაა უცხო მწერალისათვის, მისი მშობლები და მშობლების ამხანაგები თავად გახდნენ წიგნის პერსონაჟების პროტოტიპები.

წიგნი წარმოადგენს პატარა ნოელების კრებულს. სამოციან წლებში ბევრი ადამიანი იძულებეული იყო გამოქცეოდა ფიდელ კასტროს რეჟიმს და თავი ამერიკისათვის შეეფარებინა. ემიგრანტთა რიგებში კი ყველანაირ ადამიანს ნახავდით, უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორებს, კუბაში ცნობილ ექიმებსა თუ იურისტებს.

ანა მენდესი მერკანტილური სიზუსტით აღწერს განსხვავებას ამერიკულ და კუბურ ტრადიეებს შორის, რომელიც ვლინდება როგორც კერძო ოჯახურ დონეზე, ასევე უფრო გფართო სოციალურ დონეზე. მწერალი აღწერს იმა დამიანის ფსიქოლოგიას რომელიც ვერ ახდენს ასიმოლაციას ახალ კულტურასთან და მიუხედავად ცუდი მოგონებისა საკუთარ ქვეყანაზე, მაიც ახდენს საკუთარი სამშობლოს იდეალიზიციას.

Wednesday, November 25, 2009

პორტუგალიის კეისარი, Selma Lagerlöf

თუ მკითხავთ შენი აზრით ვინ არის საუკეთესო შვედი ქალი მწერალიო, მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გიპასუხებთ რომ ეს სელმა ლაგერლოფია. პირველი ქალი მწერალი რომელმაც ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში. თუ შემეკითხებით მისი საუკეთესო წიგნი რომელიაო მაშინაც ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ვიტყვი რომ ესაა - პორტუგალიის კეისარი.

”რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყო, იან ანდერსონი არასდროს არ იღლებოდა გაეხსენებინა ის დღე როცა მისი პატარა გოგონა დაიბადა” იწყება წიგნი. და მართლაც, იანისა და მისი მეუღლის კატარიანს ცხოვრება მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ რაც მათ პირველი შვილი შეეძინათ - Klara Fina Gulleborg.

გოგონა გახდა ყველაფერი მამის ცხოვრებაში. იანი იყო საშინლად ამაყო რომ ყავდა ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი შვილი. და ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა. იანის მასტერი ერიკი, ტყეში უბედური შემთხვევით დაიღუპა და მისი საქმეების წარმოება დაიწყო ერიკის სიძემ, რომელმაც იანს უთხრა რომ მისი ქოხი ერიკის კუთვნილ მიწაზეა. ოჯახმა ასი კრონა უნდა გადაიხადოს და კიდევ სხვა ასი კრონა რადგან იანს დებენ ბრალს იმ უბედურ შემთვევაში. ხოდა აბა საიდან აქვს ღატაკ ოჯახს ამდენი ფული? მათი სიმდიდრე ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილი კლარაა ...


ბევრი ფიქრის შემდეგ, კლარა გადაწყვიტავს სტოკჰოლმში წასვლასა და ფულის გამომუშავებას. რათქმაუნდა მამა ძალიან მოწყენილია, და მისი დამშვიდება ხდება მხოლოდ იმ პირობით რომ ერთი წლის მერე შვილი დაუბრუნდება თავის მშობლებს.თუმცა გადის დრო, კლარა აგზავნის200 კრონას, მაგრამ თავად არ ჩამოდის. გარდა ამისა მშბლებს მისდით ხმა თითქოს კლარა სტოკჰოლმში კი არ მუშაობს არამედ პროსტიტუციას ეწევა. მშობლებისათვის და განსაკუთრებით მამისათვის ეს იმდენად დიდი სტრესია რომ ის გიჟდება და ამბობს რომ არის ”პორტუგალიის კეისარი”


15 წლის შემდეგ, ბრუნდება კლარა სახლში, და ხედავს მამას რომელიც სრულიად შეშლილია ჭკუიდან. გოგოს სურს დედის წაყვანა მალმოში და იქ მასთან ერთად ცხოვრება. როცა ისინი გემზე არიან, იანი გადახტება წყალში რათა გემი გააჩეროს, მაგრამ სამწუხაროდ დაიხრჩობა.

წიგნში მოთხრობილი ისტორია არის მაგალითი იმისა თუ რამდენას უსაზღვრო შეიძლება იყოს მშობლების სიყვარული საკუთარი შვილის მიმართ. მეორეს მხრივ კი სახეზე გვაქვს კლარა, რომელიც ვერ ხედავს საკუთარი მამის სიყვარულს, ან ადანაშაულებს მას იმაში რომ მოუწია სტოკჰოლმში წასვლა და ფულის გამომუშავება, რა გზით არ ვიცით რადგან წიგნში ეს გარკვეულად არ წერია.

როცა ჩვენ ადამიანები მოწყენილები ვართ, ჩვენ ვტირივართ, ან ვესაუბრებით მეგობრებს, ან ვსვავთ. სელმა ლაგერლოფი კი სრულიად სხვა გზაზე საუბრობს ესაა რეალობიდან გაქცევა, და იმ სამყაროს წარმოდგენა რომელშიც თავს უფრო კომფორტულად ვგრნობთ.

Saturday, October 31, 2009

Memories of My Melancholy Whores

დღეს ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მინდა წარმოგიდგინოთ, წიგნი რომელმაც დიდი მითქმა მოთქმა და კრიტიკსთა მოწონება და დაწუნება გამოიწვია. ესაა გაბრიელ გარსია მარკესის პატარა ნოველა ”Memories of My Melancholy Whores ”.

წიგნი არის 90 წლის ჟურნალისტზე რომელსაც ერთი დიდი და მძაფრი სურვილი აქვს- თავის დაბადების 90 წლისთავი აღნიშნოს ქალიშვილ არასრულწლოვანთან გოგონასთან ველური და ვნებიანი სექსით. ეს სურვილი იმდენად დიდია რომ ის სულმოუთქმენლად ელოდება მისი ნაცნობი ქალის ზარს (რომელიც ბორდელის მამაშაა) რომელიც სასურველ გოგონას შესთავაზებს. ჟურნალისტი მარტოხელა კაცია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი არაფერი გაუკეთებია, ცხოვრობს მშობლების სახლში, წევს საწოლში სადაც დაიბადა და სადაც ალბათ გარდაიცვლება. თავიდან სკოლებში მუშაობდა, შემდეგ გაზეთებისათვის წერდა. ახალგაზრდობაში საყვარლების სიასაც კი ადგენდა, მაგრამ როცა ასაკში შევიდა და საყვარლებიც აღარ ყავდა ძალიან ბევრი სიის წერას შეეშვა რაც მთავარია სექსში სულ იხდიდა ფულს, და მისი პარტნიორებიც მუდამ იცვლებოდნენ.

და აი გათენდა მისი დაბადების დღე, დღე როცა ის გახდა 90 წლის, სპეციალურად გამოიპრანჭა, ჩაივა აბრეშუმის პერანგი, აიღო ფული და ნაცნობი ბორდელისაკენ გაეშურა სადაც მას თავისი საჩუქარი ელოდება. დიასახლისთან მცირეოდენი საუბრის შემდეგ ის მიდის თავის ოთახში, აღებს კარს და ხედავს ლოგინზე ჩაძინებულ, ულამაზეს შიშველ სხეულს.....

მეტის დაწერას არ ვაპირებ, ეს უკვე იმიტომ რომ მინდა ეს ლამაზი წიგნი თავად წაიკითხოთ. ერთ ვიტყვი - წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დამიჯერეთ ძალიან დიდ სიამოვნებასა მიიღებთ.

წიგნის რუსული ვერსიის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ აქედან- Вспоминание моих грустных шлюх

Tuesday, August 11, 2009

სტეფან კინგი, The Shining

ჩემი შემდეგი რევიუ ცნობილი ამირიკელი მწერლის Stephen King -ის წიგნი The Shining-ია. წიგნის სახელწოდება ალბათ გეცნობათ, რადგან ამ რომანზე გადაღებულია ფილმი ჯეკ ნიკოლსონის მონაწილებოთ.

თავიდან მოკლეთ მოგითხრობთ წიგნზე. მოქმედება ხდება ერთ ერთ სასტუმროში სადაც ჯეკ ტორანსი ტურისტული სეზონის დაწყებამდე ზედამხედველად აპირებს მუშაობას. ჟეკის მეუღლე ვენდი იმედის თვალით უყურებს მომავალს, ფირობს რომ ეს კარგი შანსია მისი მეუღლისათვის რომელიც ალკოჰოლიკია და არაერთხელ ქონია პრობლემა სამსახურთან დაკავშირებით. ჯეკის 5 წლის ვაჟი დენი კი შიშით უყურებს მომავალს. რადგან ის ხედავ მან იცის ის რაც სხვები ვერ ხედავენ, რაც სხვებმა არ იციან. დენი არის უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბიჭუნა რომელსაც შეუძლია მომავლის დანახვა და რომელსაც აქვს ნათება. ბავშმა კარგად იცის რომ სასტუმრო სადაც მამამისმა მუშაობა დაიწყო ცოცხალია და ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს, იქ უამრავი გარდაცვლილი ადამიანის სული ტრიალებს რომლებსაც უნდატ ჯეკზე ზემოქმედების მოხდენა, მისი იძულება - დაახოცინოს საკუთარი ცოლ შვილი.

აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ამ წიგნში სტეფან კინგი ცდილობს მისი სამივე პერსონაჟის ქცევის ახსნას. ის აღწერს ჯეკის და ვენდის ბავშვობას და ამბობს -იქნებს სწორედ მათი ბავშვობაა ის მოქანდაკე რომელმაც მათი პიროვნება გამოაქანდაკა. წარსულის ფონზე ჩვენ ვხედავთ დენის ბავობასაც, ალკოჰოლიკ მამას რომელსაც არ შეუძლია თავის კონტროლი, დედას რომელიც ორჭოფობს გასცილდეს თუ არა მეუღლეს. დენიმ იცის რომ განქორწინება საშჳნელი რამაა და საშილად არ უნდა ეს.

წიგნის შეფასებას საკმაოდ ადვილია, ესაა ერთხელ წასაკითხ წიგნი იმ ადამიანებისათვის ვისაც უყვარს ჰორორ ჟანრის წიგნები. ვერ შეგპირდებით რომ მეორედ მიუბრუნდებით მაგრამ ერთხელ წაკითხვისას ნამდვილად ისიამოვნებთ :)

წიგნის წაკითხვა რუსულად აი ამ ბმულზე შეგიძლიათ.




Wednesday, June 24, 2009

Stephen King -ის ბურუსი

Stephen King - დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თქვენთაგანისტვის კარგად ცნობილი მწერალია. თუ არ გაქვთ წაკითხული მისი წიგნები, მაშინ მის წიგნების მიხედვით გადარებული რომელიმე ფილმი მაინც გექნებათ ნანახი იგივე The Shining, The Green Mile და ა.შ. მოკლეთ სწორედ ამ ფილმებით ვიყავი შთაგონებული როცა ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე მისი მორიგი წიგნი ბურუსი/The Mist.

წიგნში მოქმედება ხდება ერთ პატარა ტბისპირა ქალაქში. დევიდი, მისი 5 წლის შვილი ბილი და მათი მეზობელი მიდიან სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად, მაგრამ უცაბედად უცნაური ბურუსი დგება ქალაქში. ისევე როგორც უამრავი სხვა, ისინიც იძულებულნი არიან დარჩნენ მაღაზიაში რადგან ბურუსი იმდენად მძიმეა, რომ არაფერი არ ჩანს გარეთ. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავიდი აღმოაჩენს რომ ბურუსი ”ცოცხალია” და იქ ბინადრობენ საშინელი მწერები და არსებები. რათქმაუნდა ყველა შეშინებულია, და გარეთ ვინც ბედავს გასვლას მაშინვე ამ საშინელი მწერების მსხვერპლნი ხდებიან.

მოკლეთ თავად ხვდებით რომ ესაა ტიპიური ამერიკული ბლა ბლა ისტორიაა, იმდენად ტიპიური რომ გამიკვირდა რუსეთზე რატომ არაფერი დაწერა ავტორმა და მხოლოდ ვიეტნამის ომით შემოიფარგლა. თუმცა მიუხედავად ამისა წიგნში რამოდენიმე საკმად საინტერესო მომენტი იყო. მაგალითად მისის კომოდის პერსონაჟი, რომელიც ყველას ეუბნევა რომ გარეთ სიკვდილია, რომ ეს ღმერთის სასჯელია და საჭიროა მსხვერპლის შეწირვა, სისხლის დაღვრა. ეს ქალი იმდენს ქადაგებს რომ სუპერმარკეტში გამოკეტილი და იმედგადაწურული ხალხი უკვე მისი ”მიმდევარი” ხდება. ასევე საიტერესო იყო მეორე მომენტიც თუ რას და როგორ აკეთებს ადამიანი სტრესულ სიტუაციაში, როცა მას ეშინია და როცა მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა? ზოგი ზის და ელოდება, ზოგიც კი მოქმედებს მაშინაც კი როცა იცის, რომ მისი გეგმის წარმატებით დასრულების შანსი საკმაოდ ნაკლებია.

როგორც სტეფან კინგს სჩვევია ისტორია დაუმთავრებელია და ჩვენ მკითხველს თავადვე შეგვიძლია დავასრულოთ იგი. რა ბედი ელის დავიდს და მის სამ თანამგზავრს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს მაღაზია, ჩასხდნენ მანქანაში და გაუყვნენ გზას უსასრულო ბურუსში სრულიად ჩვენი ფანტაზიის იმედზე რჩება.

Thursday, May 28, 2009

ერთი გეიშას ცხოვრება, Kiharu Nakamura

სამწუხაროდ წიგნს რომლის შესახებაც დღეს ვაპირებ წერას ორიგინალში ვერ წავიკითხავდი, უფრო უარესი წიგნი წავიკითხე შვედურად რომელიც ნათარგმნია გერმანული ენიდან. საუბარი მაქვს არც ისე ცნობილ მაგრამ ფრიად საინტერესო ბიგრაფიულ ნაწარმოებზე - "En Geishas Liv"/”ერთი გეიშას ცხოვრება” , Kiharu Nakamura. (გერმანულად აწერია: Kiharu, Memoiren einer Geisha)

რითი არის ეს წიგნი საინტერესო? თუ თქვენ ეძებთ საინტერესო ინფორმაციას გეიშების აღზრდისა და ფსიქოლოგიის შესახებ, მაშინ ეს წიგნი არ გამოგადგებათ, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ იაპონიის საზოგადოებივი წყობა ამრეკია იაპონიის ომამადე და მას შემდეგ მაშინ ფრიად საინტერესო წყაროს აღმოაჩენთ ამ წიგნის სახით.

კიჰარუ რომელიც ერთადერთი შვიალია მდიდარი იაპონელი ექიმების ოჯახში გადაწყვიტავს გახდეს გეიშა. გოგონა ძალიან მონდომებულია, ძალიან მიზანსწრაფული და რეალურად ძლიან განსხვავდება სხვა გეიშებისაგან. სხვა გეიშებისაგან განსხვავებით კიჰარუ სწავლობს ინგლისურს, იცის რა რომ ამით უფორ მეტი კლიენტს ასიამოვნებს და მოუყვება იაპონური ტრადიციების შესახებ. ამ წიგნით კიჰარუ ანგრევს სტერეოტიპს რომ გეიშები არიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.

ომის დაწყებამდე კიჰარუს დაიბარებენ მილიციაში და შპიონობას შესთავაზებენ. ამაყი გოგო უარს ამბობს გეიშობაზე, თხოვდება და დიპლომატ ქმართან ერთად მიემგზავრება ინდოეთში. ისინი უკან ბრუნდებიან ომამდე რამოდენიმე თვით ადრე. მის ქმარს კვლავ იწვევენ სხვა ქვეყანაში და კიჰარუ ახალდაბადებულ ბავშვთან მის დედასა და ბებიასთან ერთად პირისპირ რჩება სისხლიანი რეალობის წინაშე.

კიჰარუ, ცნობილი გეიშა შიმბაშიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ შეინახოს ოჯახი, მუშაობს მიწაზე, ქსოვს, ეხმარება სოფლის ქალებს. ომის დამათავრების შემდეგ კი მიდის ტოკიოში სადაც თავისი სრულყოფილი ინგლისურის წყალობით იწყებს მუშაობას ამერიკელებტან. სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა გაკეთოს მას ყველგან მიჰყვება შტამპი რომ ის იყო გეიშა. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მოიეცემა თუ არა შანსი მიდის ამერიკაში და იქ რჩება კიდეც.

”ერთი გეიშას ცხოვრება” რეალურად უფრო მშრალი წიგნი აღმოჩნდა. კიჰარუ ბევრს ლაპარაკობს ვის შეხვდა, ასახელებს ადამიანებს დიდი მადლობას უხდის მათ დახმარებისათვის, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებია. როგორც ჭეშმაიტი გეიშა ის ძალიან ნაკლებად აჩვენებს საკუთარ გრნობებს და ასევე მცირე ფაქტებს იძლევა მისი ნაცნობი მაღალჩინოსნების შესახებ. თუმცა წიგნში ერთი ძალიან საინტერესო მომენტია - ომის შემდეგ იაპონიიის ასე ვთქვათ ამერიკანიზაცია. როგორ შემოდის ქვეყანაში ჯაზი, ბლუზი, როკენროლი. აღწერს მის რეაქციებს როცა ის პირველად მიდის სტრიპტიზ შოუზე ტოკიოში. კიჰარუ როგორც პრო ამრიკელი გეიშა დადებითად წარმოაჩენს ამერიკელებს, მათ ღირებულებებს და სადაც შეუძლია იქ აკრიტიკებს იაპონურ ტრადიციებს - კლასობრივ სხვაობებს. ასევე ძლიან საინტერესოა დამოკიდებულება დედა შვილს მიმართ. კიჰარუს დედა და ბებია რომლებიც ცდილობენ გაწურონ საწყალი გოგო და კიჰარუს საკუთარი შვილი რომელიც არ პატიობს დედას რომ ის იყო გეიშა.

რაც ყველაზე მეტად საგულისხომოა ამ წიგნში არის ერთი ადამიანის პიროვნული სიძლიერე. ყველაფერისდა მიუხედავად, გაჭირვება, სიმარტოვე, დღე და ღამ მუშაობა კიჰარუ მუდამ მხიარულია და ცდილობს დაეხმაროს ყველას. დაეხმაროს ისე როგორც შეუძლია.


Monday, May 18, 2009

სიამოვნებისაგან მოგვრილი ცრემელები

ცრემლები სიცილისაგამ ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. თუმცა ამ პოსტში სიამოვნებისაგან გამოწვეული ცრემლების შესახებ მინდა დავწერო. ეჰ, ეგ არა რაც შენ იფიქრე ჩემი ძვირფასი მკითხველო. კაი წინგის წაკითხვით მიღებულ სიამოვნებაზე მაქვს საუბარი.

ადრეც დავწერე, ჩემმა მაგობარმა გურამ დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი” გამომიგზავნა. მის კითხვას გასულ პარასკევს შევუდექი და რამოდენიმე თავზე დათენებული ღამის შემდეგ დღეს დავამთავრე. წიგნის შინაარსზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს, არც მისი პერსონაჟების განხილვას არ დავიწყებ, რადგან იმედი მაქვს რომ ვისაც არ წაგიკითხავთ ეს შესანიშნავი წიგნი, ჩემი პოსტი ინტერესს გაგიღვიძებთ და დაიწყებთ მის კითხვას.

რა ვთქვა? დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობდი წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში იყო გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი ქართული იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მიხარია რომ გვყავს ისეთი თანამედროვე მწერალი როგორიც გურამ დოჩანაშვილია.