Showing posts with label დალაი ლამა. Show all posts
Showing posts with label დალაი ლამა. Show all posts

Thursday, July 9, 2009

დალაი ლამა - სიყვარული

დღეს მინდა დავწერო მოცულობით ერთ ძალიან პატარა წიგნზე რომლის შინაარსიც არის დიდი, ტევადი და ძალიან თბილი; რომელიც იკითხება უადვილესად; რომლის შინაარსი და დოქტრინები თითოეული ჩვენთაგანისათვის არის ძალიან ახლობელი და ადვილად გასაგები მაგრამ რატომღაც მათი პრაქტიკაში განხორციელებისაგან თავს ვიკავებთ. ამ მშვენიერ წიგნს ქვია ”სიყვარული” ავტორი კი დალაი ლამაა. Dalai Lama (Tenzin Gyatso), Kärlek. hur du förbättrar din förmåga till kärleksfulla relationer.

დალაი ლამა ამბობს: არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა ეროვნების ხარ, რა აღსარების წარმომადგენელი მთავარია რომ ხარ ადამიანი. ყველა ჩვენთაგანი (ადამიანი) მიისწრაფვის ამისაკენ, მაგრამ სამწუხაროდ არის ბერი სხვა გრძნობა რომელიც ხელს გვიშლის ამ დიადი სწრაფვისაგან. როგორებიცაა შური, სიბრაზე და ა.შ. ამ გრნობების დასაძლევად ავტორი გვათავაზობს მთელ რიგ მედიტაციურ სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია სიყვარულის განვითარება და გაძლიერება ჩვენს გულებში.

ბევრს ვერ ვწერ ამ წიგნზე იმიტომ რომ ეს არის წიგნი რომელიც უნდა შეიგრძნო მთელი არსებით, და ის რასაც განიცდი და დაგრჩება წიგნის ხშემდეგ იმდენად პირადულია რომ მისი გაზიარება ძნელია და სურვილიც არ გაქვს :)