Sunday, December 5, 2010

Mikaela Aspelin - Sänder på tusen kanaler. En bok om Borderline

ვაგრძელებ ბიოგრაფიული წიგნების მიმოხილვას, და წიგნი რომელსაც დღეს გთავაზობთ არის პიროვნების აშლილობაზე რომელსაც ქვია -Borderline personality disorder.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო. როგორც თვითონ წერს, მიკაელა ყოველთვის რთული და უცაური ბავშვი იყო. სწრაფად ცვალებადი ხასიათით, არ უნდოდა სკოლაში სიარული, იყო ასოციალური, ქონდა სახლიდან გაქცევის ბევრი მცდელობა, თვით დაზიანების და თავის მოკვლის მცდელობა. მოკლეთ ისეთი თვისებები რომელიც რთულ თინეიჯერულ ასაკს ახასიათებს.

ავტორის მიხედვით, ის რამოდენიმეჯერ მოხვდა ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში, მაგრამ რადგან ამ დაწესებულებაში ერიდებიან სტიგმატიზაციას, მას დიაგნოზი არ ჰქონია, თუმცა ბორდერლაინზე ეჭვი კი იყო. საბოლოოდ დიაგნოზი 31 წლის ასაკში მიიღო, და მიკაელას სიტყვებით თან ამოისუნთქა თან დამძიმდა. იმიტომ ამოისუნთქა რომ მის მდგომარეობას ბოლოსდაბოლოს სახელი ერქვა, და დამძმდა იმიტომ რომ გახდა სტიგმატიზირებული.

მიკაელა დეტალებში არწერს თუ როგორ გავლენას ახდენს მისი ფსიქიკური დავადება მის პირად ცხოვრებაზე, ბავშვებზე, სამსახურზე, მეგობრებზე, მშობლებთან ურთიერთობაზე. და ჩემთვის სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომ დავიწყე ამ წიგნის კითხვა.

Sunday, November 21, 2010

Ann Heberlein - Jag vill inte dö, jag vill bara inte leva

ენ ჰებერლეინის - "მე არ მინდა სიკვდილი, მე უბრალოდ სიცოცხლე არ მინდა" წიგნთა იმ კატეგორიას განეკუთვნება რომელიც ძააალიან, ძალიან მძიმედ იკითხება. იმიტომ კი არა რომ ჩახლართული ფილოსოფიური ტექსტებია, ან კიდევ ტერმინოლოგიაა რთული, არა ამ მხრივ წიგნი არაა ძნელი, მისი სიძნელე მხოლოდ ერთ რამეშია - ემოციები, ფიქრები, განცდები.

წიგნის ავტორი საკუთარი ავადმყოფობის ისტორიაზე მოგვითხრობს. დაწვრილებით წერს ყოველდღიურ ემოციებსა თუ ფიქრებზე, სურვილზე გამოეთხოვოს სიცოცხლეს. ენი წარმატებული ძალიან ძლიერი ქალია და მისი სიძლიერე ცხოვრების ყველა სფეროში გამოიხატება. ის არის პროფესიონალი რომელსაც შეუძლია ტელეფონით ინტერვიუს მიცეს მაშინ როცა მანქანას დიდი სიჩქარით მართავს და ოცნებობს რომ შემთხვევით ავარია გააკეთოს.

როგორც ზემოთ დავწერე, ენი წარმატებული ქალია და გარშემო ბევრი ადამიანი ახვევია. ყავს ოჯახი, სამი შვილი, თითქოს მეგობრებიც მაგრამ რაღაცნაირად მაინც სულ მარტოა, იმდენად მძიმეა რომ ლაპარაკიც არ შეუძლია, და სხვას კი ალბათ მისი მოსმენა უჭირს.

პ.ს.წიგნი ძალიან საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ ენი არ მოგვითხრობს მისი დაავადების მეორე მხარეზე რომელიც მე პირადად ბევრად მიმზიდველად მიმაჩნია ვიდრე სუიციდური ფიქრებია.

Thursday, November 11, 2010

სოლვეიგ იოჰანსონის - "ხიდი არ გახდა დასასრული"

სოლვეიგ იოჰანსონის - "ხიდი არ გახდა დასასრული" თვალის დახამხამებაში შემომეკითხა. დასვენებებზე, ტრანსპორტში და აბაზნაში ისე სწრაფად ჩაილია ყველა ფურცელი რომ ბოლოს უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა - ცოტა უნდა გამომეზოგა წიგნი.

წინა წიგნების მსგავსად, ესეც ავტობიოგრაფიული წიგნია. სოვეიგი არის პაციენტი რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება არ შემდგარი თვითმკვლელობის შემდეგ. თუმცა როგორც სოვეიგი ამბობს მისი მიზანი თვითმკვლელობა არც ყოფილა, მას მხოლოდ უნდოდა საშინელი ფიქრებისაგან განთავისუფლებულიყო. საბოლოოდ კი თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოყო, მისი მდგომარეობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რამოდეიმე თვე დატოვეს კიდეც.

გამოჯანმრთელბა ნელ ნელა მიდიოდა, ბოლოს ECT -იც კი სცადეს და სოვეიგიც ნელ ნელა გამოკეთების გზას დაადგა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე უკიდურესობაში - მანიურ ფაზაში გადავარდა. მას არ ესმოდა სავადმყოფოს პერსონალი რატომ არ იყო კმაყოფილი მისი გამოჯანმრთელებით, მაშინ როცა სოლვეიგი ასე სასწაულად კარგად გრძნობდა თავს, იმდენად კარგად რომ ეგონა ყველაფრის გაკეთება შეეძლო.

ჩემი აზრით ეს წიგნი კარგად ასახავს 90-იან წლებში ფსიქიატრიული საავადმყოფოების ზოგად სახეს შვედეთში. სოვეიგს არც კი უთრხრეს რომ მას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და ყველა ამიტომ იყო შეწუხებული მისი "გამოჯანმრთელებით". ეს და ძალიან ბევრი სხვა პრობლემა დაწვრილებითაა განხილული წიგნში, ასევე ძალიან საინტერესოა იმის წაკითხვა თუ როგორ ხედავს სამყაროს მანიდეპრესიული ადამიანი დაავადების სხვადასხვა ფაზაში.

Saturday, November 6, 2010

Schizofren eller trakasserad - ერთი ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანის დღიური

Schizofren eller trakasserad - "შიზოფრენი თუ შევიწროვებული" სულ შემთხვევით ვიპოვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ავტორი შეიზოფრენით არის დაავადებული აგერ უკვე მეოცე წელია და ამ წიგნით თავისი დაავადების სულ სხვა მხარიდან ჩვენებას შეეცადა.

მაცი მუსიკაში პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, წერდა მუსიკას უკრავდა სხვადასხვა ჯაზ კლუბებში, ყავდა მეგობრები, მუშაობდა და საკუთარ თავს მშვენივრად ინახავდა. მის დიდ ინტერესს ოკულტიზმი და მაგია წარმოადგენდა და როგორც წიგნიდან ვხვდები შიზოფრენიის პირველი ნიშნები სწორედ ოკულტიზმის პრაქტიკის დროს ჩნდება. ასევე ამ პერიოდიდან ჩნდება მისი რწმენა რომ მას ავიწროებენ, რომ მას "ჯადო გაუკეთეს".

მაცის შიზოფრენიის ისტროია არის კლასიკური ისტორია რომელსაც ნებისმიერ სახემძღვანელოში შეხვდებით. თითქმის ყველა სიმპტომია სახეზე- სმენითი, ვიზუალური, ტაქტილური ჰალუცინაციები, პარანოიდული ფიქრები და ა.შ. ისევე როგორც ყველა ადამიანი ვისაც ეს დაავადება აქვს ფიქრობს რომ ის ავად არაა. ხმების ცუდად მოქცევა რომ არა, მშვენივრად გაართმევდა თავს ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ აბა მითხარით როგორ უნდა იმუშაო როცა ხმები დაუსრულებლად ჩხუბობენ? ყოველ ღამე აღვიძებენ და ჩხუბობენ, აჩვენებენ სხვადასხვა ეროტიკულ სურათებს და ა.შ. ?

ის თუ როგორ გადმოსცემს მაცი თავის განცდებს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბევრად საინტერესოა საზოგადოება როგორ ღებულობს მას, რა ხდება სამედიცინო სფეროში რომელთანაც მაცს მხოლოდ ფორმაული შეხება აქვს - წამლების გამოწერა და მიღება, ეს წამლები კი საერთოდ არ ეხმარებიან. ავტორი ძალიან პრობლემურ და დამაფიქრებელ მომენტებს განიხილავს და კარგი იქნება ეს ან მსგავი წიგნები წაიკითოს ყველამ ვისაც შეხება აქვს ამ სფეროსთან.

ემა ჰამბერგის - Brunstkalendern

ჩემმა ქმარმა ამ წიგნის მიმოხილვა რომ წაიკითხა მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა - BORING! ეგრევე მივხდი რომ ჩემთვის რარაც საინტერესოს წააწყდა, წიგნი ბიბლიოთეკაში არ დავაბრუნე დავიწყე კითხვა. Brunstkalendern - ისეთი კატეგორიის წიგნია ქალების რომანს რომ ეძახიან. ისტორია სამი დის ცხოვრებაზეა რომლებსაც თითქოს ყველაფერი აქვთ მაგრამ ამავდროულად ძალიან უბედურები არიან.

ლენა, 34 წლის - ცხოვრობს სოფელში, ყავს ოთხი ბავშვი, ბევრი კურდრელი, კატა და ძაღლი, ქმარი რომელიც დილის ექვსი საათდიდან ღამის 10 საათამედ მუშაობს. ლენა ნერვიული აშლილობის ზღვარზეა და ჩვლილებების გაკეთებაა საჭირო, თორემ შეიძლება თავი მოიკლას ან სახლი დაწვას.

ოსა, 37 წლის, გახდა მილიონერი მის მიერ შემქნილი პროგრამების წყალობით. ის და მისი ქმარი ადამი ცხოვრობენ სტოკჰოლმის ცენტრში ძალიან დიდი ბინაში. ოსა თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, ქავს მოსიყვარულე ქმარი, საყვარელი სამუშაო, ბევრი ფული მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან უბედურია რადგან არ ყავს ბავშვი.

მარი, 42 წლის, არის შეფი ერთ-ერთ ბარში. უყვარს როკ მუსიკა, ცხოვრობს მარტო ერთგულ როტვეილერ ოტოსთან ერთად. კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით მანამ სანამ მამა არ გარდაეცვალა.

მამის გარდაცვალება გადამწყვეტი მომენტი ხდება სამივე დის ცხოვრებაში. თუ როგორ და რატომ არ გავაგრძელებ იმიტომ რომ წიგნის წაკითხვის მოტივაცია არ დაგიკარგოთ :)

Thursday, July 8, 2010

Adams bok - ოსა მობერგი, ადამ ინჩედი-გომბოში

ოსა მობერგისა და ადამ ინჩედი-გომბოშის მიერ დაწერილი წიგნი Adams bok ბიოგრაფიული ხასიათისაა და მოვითხრობს მანო-დეპრესიული ადამიანის ადამის ცხოვრებას.

ვერც კი იტყვი რომ წიგნი ისაა რაც უნდა იყოს, რადგან Adams bok - წარმოადგენს წიგნს იმ წიგნის შესახებ რომლის დაწერაც ვერ მოხედხდა ერთი მიზეზის გამო - როცა ადამი დეპრესიულ ფაზაში იყო, მას არ შეეძლო მუშაობა, ხოლო როცა მანიაკალურ ფაზაში უბრალოდ კონცენტრაციას ვერ ახდენდა სამუშაოზე თუმცა წიგნის დაწერის სურვილი ორივე პერიოდში ჰქონდა.

რაზეა წიგნი გარდა იმისა რომ მოგვითხრობს მანოდეპრესიული ადამინის ცხოვრების სტილს? ველლ, წიგნში არის განხილული უამრავი პრობლემა რომელიც შეეხება ფსიქიატრიულ სამსახურს, თუ რამდნად მოუწესრიგებელია ის, როგორ ახდენენ პაციენტების მიღებას, დატოვებას - ძალით თუ ნებით, მკურნალობას. ასევე ვხედავთ იმ ადამიანების ცხოვრებას რომლებიც ავადმყოფის გარშემო არიან და მასზე აგებენ პასუხს.

ამ ფაქტების გარდა ასევე განხულულია მორალური დილემები როგორც პაციენტის, ისევე ექიმის და მომვლელის მხრიდან.

Tuesday, June 15, 2010

Maj Fant - " Att bli mamma till sin mamma" - გახდე საკუთარი დედის დედა.

დიდი პაუზის შემდეგ ჩემ მკითხველს ვთავაზობ ერთი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული წიგნის რევიუს. წიგნი შვედი ქალბატონის Maj Fant ის მიერაა დაწერილი და ქვია " Att bli mamma till sin mamma" - გახდე საკუთარი დედის დედა.

არ ვიცი რა იფიქრეთ სათაურის წაკითხვის შემდეგ მაგრამ მინდა გითხრათ რომ წიგნი ძალიან საინტერესოა და ეხება პრობლემას რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება წააწყდეს ცხოვრებაში, კერძოდ კი ისეთ დაავადებას როგორიც დემენციაა. დაავადების შესახებ არ ვწერ არაფერს რადგან ბლოგი წიგნს ეხება, ამიტომ ვაგრძელებ წერას წიგნის შესახებ.

მეი, შუა ხნის ქალბატონი რომლის არის შვილი, დედა, ბებია, მეუღლე და ადმიანი რომელიც ძალიან წარმატებულია კარიერაში, ამ ყველაფერს მშვენივრადაც ათავსებდა ერთმანეთთან რომ არა შემთხვევა რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შევცვალა. მის დედა გახდა ავად, ავადმყოფობა - დემენცია კი ისეთია რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს ოჯახის წევრებისაგან. მიუხედავად იმისა რომ მეიმ იცის დაავდების შესახ, იცის რა შედეგები მოჰყვება მას, როგორ რადიკალურად იცვლება ავადმყოფი, მისთვის მაინც ძნელია მისი დედის ასეთ მდგომარეობაში მიღება, მას თითქოს არ სურს აღიაროს რომ დედას სერიოზული პრბლემები აქვს. მისთვის ასევე ძნელია მიხედოს დედას რომელიც აქამდე სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი იყო, ახლა კი ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს მისი კატის დაპურებაა, დარანჩენი არ ახსოვს და არც აინტერესებს. რაც დრო გადის დედის მდგომარეობა უარესდება, ის ხედავს და ესმის ცუდად, ხდება პარანოიკი, აქვს პრობლემები მეხსიერებასთან და სხვა ადამიანებთან რომლებსაც არ ენდობა.

წიგნში კარგად ჩანს არა მხოლოდ ავადმყოფის მდგომარეობა არმედ მომვლელის მდგომარეობა, ის თუ როგორ უარესდება მისი ცხოვრების ხარისხი. რამხელა რესურსებს საჭიროებს და რაც მთავარია როგორ უვარგისია ზოგადად სისტემა იმისათვის რომ ამ ადამიანებს საჭირო დახმარება და თანადგომა აღმოუჩინონ.

Wednesday, March 31, 2010

წინადადება :)

ყველას ვისაც გიყვართ კითხვა და იცით რევიუების წერა, და რაც მთავარი სურვილი გაქვთ გააფართოვოთ ბლოგის - ჩემი პატარა ბიბლიოთეკა-ს დატა ბაზა გიწვევთ ბლოგზე :)

ჩვენი ფუნქცია იქნება დავწეროთ იმ წიგნების ანალიზი ან რევიუ რაც ბოლოსწავიკითხეთ და მკითხველს გავანდოთ ჩვენი მოსაზრება. ამ ყველაფრის მიზანი კი მხოლოდ ერთია - რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ კარგი წიგნებით :) წიგნების არეალი მხატვრული ლიტერატურიდან დაწყებული, პროფესიოული ლიტერატურით დამთავრებული.

რაც უფრო ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში, მით უკეთესია რადგან უფრო მრავალფეროვანი ბაზა გვექნება :)

მსურველები კომენტარებში გამომეხმაურეთ :)

Sunday, January 10, 2010

Mysticism: Christian and Buddhist, Suzuki D.T.

Suzuki D.T - ცნობილი ავტორი და თანამედროევეობის ერთ ერთი ყველაზე ზეგავლენიანი ზენ მასწავლებელია. მისი ძალიან დიდი დამსახურება იმაში მდგომარეობას რომ ზენის სწავლება მან გამოიტანა საზღვრებს გარეთ და უამრავ ადამიანს გაუზიარა.

გარდა იმისა რომ Suzuki D.T ცნობილი სქოლარი და მასწავლებელი იყო, ის აგრეთვე ცნობილი ავტორია რამოდენიმე წიგნისა, მათ შორის Mysticism: Christian and Buddhist. რაზეა წიგნი? წიგნის ძირითადი კითხვა ადამიანის ყოფიერებას - ეგზისტენციალიზმს ეხება. ავტორი ცდილობს გასცეს პასუხი კითვას: არის კი რამე რაც უნივერსალურია ზოგადად კაცობრიობისათვის?

წიგნში Suzuki D.T ახდენს ქრისტიანობისა და Zen და Shin სწავლებების შედარებას. გარდა ამისა მას მოყავას მაგალითები კარლ გუსტავ იუნგის სწავლებიდან.

წიგნი საინტერესო იქნება ადამიანებისათვის ვისაც აინტერესებს რელიგიური, კულტურული და ეგზისტენციალური საკითხები.

Mysticism: Christian and Buddhist - Download