Wednesday, July 15, 2009

Taisha Abelar, The Sorcerer’s Crossing: A Woman’s Journey

ჩემი მორიგი წიგნის რევიუ განსაკუთრებით მათ დაააინტერესებს ვისაც იტაცებს პრაქტიკული მაგია და შამანიზმი. ასევე მათ ვინც კარლოს კასტანიედას წიგნების მოყვარულია, რადგან წიგნის ატორი ტაიშა აბელიარი სწორედ დონ ხუან მატუსის მოსწავლე და შემდეგ კასტანიედას ჯგუფის წევრი იყო ორ სხვა ქალთან ერთად.

”The Sorcerer’s Crossing: A Woman’s Journey” ავტობიოგრაფიული წიგნია და მოგვითხრობს ტაიშა აბელარის მიერ განვლილი გზის შესახებ უბრალო ადამიანიდან ”სწავლულამდე”. ყველაფერი ერთ უდაბნოში დაიწყო როცა ტაიშა ხის ქვეშ იჯდა და მუზას ელოდა, მუზის ნაცვლად მას ეწვია ერთი ქალბატონი სახელად კლარა რომელმაც ის თავითან დაპატიჟა. ტაიშა კლარასთან დარჩენას მხოლოდ რამოდენიმე დღე აპირებდა მაგრამ ეს რამოდენიმე დღე რამოდენიმე წელი გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში ის გახდა კლარას და მისი ძაღლის მანფერდის, შემდეგ ნელიდას, ემილიტოს და ბოლოს ტავად კარლოს კასტანიედას მოსწავლე. წიგნის ცაკლეულ ფურცელზე ვკითხულობთ თუ როგორ ძლიერდება და იხვეწება ტაიშას ტექნიკა და იზრდება მისი ენერგია. მთელი ამ ვარჯიშების მიზანი კი თავისუფლების მოპოვება და შამანთა 16 კაციან ჯგუფთან შეერთებაა - ანუ შამანთა სამყაროში გადასვლა.

როგორ მოახერხა კლარამ ტაიშას დატოვება? ამ მხრივ ტაიშას ისტორია ან განსხვავდება კასტანიედას ისტორიისაგან, ყველაფრის თავი და თავი ცნობისმოყვარეობაა. ცნობისმოგვარეობა რომლის სწორად მართვა და წარმართვა მანიპულირების საშუალებას იძლევა, ისევე როგორც სწავლისა და განვითარების საშუალებას. რაც ყველაზე მეტად მომეწონა წიგნში იყო სავარჯშოების დაწვრილებითი აღწერა, მათი გამეორება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

წიგნს რომ ვკთხულობდი ბერი საერთო ვიპოვე ბუდისზმის სწაველებასთან. მაგალითად საუბრები სულიერ და ფიზიკურ თავისუფლებაზე, მედიტაცია, საკუთარი მნიშვნელობის გრნობისაგან განთავისუფლება, ყოველგვარი ემოციურობის გაქრობა და ა.შ. ზოგადად წიგნი სასიამოვნო საკითხავია და ვურჩევ ყველას ვისაც უყვარს მსგავსი თემები ან ფანტაზი წიგენების კითხვა.

  1. წიგნი შეგიძიათ შეიძინოთ ამაზონზე The Sorcerer's Crossing: A Woman's Journey
  2. წიგნის ჩამოქაჩვა კი რუსულ ენაზე შეგიძლიათ - Тайша Абеляр «Магический переход: путь женщины-воина»

No comments:

Post a Comment