Wednesday, June 24, 2009

Stephen King -ის ბურუსი

Stephen King - დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თქვენთაგანისტვის კარგად ცნობილი მწერალია. თუ არ გაქვთ წაკითხული მისი წიგნები, მაშინ მის წიგნების მიხედვით გადარებული რომელიმე ფილმი მაინც გექნებათ ნანახი იგივე The Shining, The Green Mile და ა.შ. მოკლეთ სწორედ ამ ფილმებით ვიყავი შთაგონებული როცა ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე მისი მორიგი წიგნი ბურუსი/The Mist.

წიგნში მოქმედება ხდება ერთ პატარა ტბისპირა ქალაქში. დევიდი, მისი 5 წლის შვილი ბილი და მათი მეზობელი მიდიან სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად, მაგრამ უცაბედად უცნაური ბურუსი დგება ქალაქში. ისევე როგორც უამრავი სხვა, ისინიც იძულებულნი არიან დარჩნენ მაღაზიაში რადგან ბურუსი იმდენად მძიმეა, რომ არაფერი არ ჩანს გარეთ. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავიდი აღმოაჩენს რომ ბურუსი ”ცოცხალია” და იქ ბინადრობენ საშინელი მწერები და არსებები. რათქმაუნდა ყველა შეშინებულია, და გარეთ ვინც ბედავს გასვლას მაშინვე ამ საშინელი მწერების მსხვერპლნი ხდებიან.

მოკლეთ თავად ხვდებით რომ ესაა ტიპიური ამერიკული ბლა ბლა ისტორიაა, იმდენად ტიპიური რომ გამიკვირდა რუსეთზე რატომ არაფერი დაწერა ავტორმა და მხოლოდ ვიეტნამის ომით შემოიფარგლა. თუმცა მიუხედავად ამისა წიგნში რამოდენიმე საკმად საინტერესო მომენტი იყო. მაგალითად მისის კომოდის პერსონაჟი, რომელიც ყველას ეუბნევა რომ გარეთ სიკვდილია, რომ ეს ღმერთის სასჯელია და საჭიროა მსხვერპლის შეწირვა, სისხლის დაღვრა. ეს ქალი იმდენს ქადაგებს რომ სუპერმარკეტში გამოკეტილი და იმედგადაწურული ხალხი უკვე მისი ”მიმდევარი” ხდება. ასევე საიტერესო იყო მეორე მომენტიც თუ რას და როგორ აკეთებს ადამიანი სტრესულ სიტუაციაში, როცა მას ეშინია და როცა მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა? ზოგი ზის და ელოდება, ზოგიც კი მოქმედებს მაშინაც კი როცა იცის, რომ მისი გეგმის წარმატებით დასრულების შანსი საკმაოდ ნაკლებია.

როგორც სტეფან კინგს სჩვევია ისტორია დაუმთავრებელია და ჩვენ მკითხველს თავადვე შეგვიძლია დავასრულოთ იგი. რა ბედი ელის დავიდს და მის სამ თანამგზავრს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს მაღაზია, ჩასხდნენ მანქანაში და გაუყვნენ გზას უსასრულო ბურუსში სრულიად ჩვენი ფანტაზიის იმედზე რჩება.

3 comments:

  1. საინტერესოა. რაღააცეებს ვკითხულობ, მაგრამ ისეთს ვერაფერს, ჩემი საყვარელი წიგნი რომ გახდეს. ჯერჯერობით ვერაფერს გადავეყარე ასეთს :) ისევ ნოდარ დუმბაძის წიგნი წავიკითხო მეათასედ :) ძაან მამხიარულებს და თითქოს მაბრუნებს ჩემ ადგილას ;) ოკ დროებით!

    ReplyDelete
  2. არ გინდა შენც წერო რევიუები?

    ReplyDelete
  3. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. მთელი ბიბლიოგრაფია მაქვს ატვირთული:

    http://leningradcowboysgoamerica.wordpress.com/2011/03/04/stephen-king/#more-86

    ReplyDelete