Friday, December 18, 2009

Der Mensch ist ein großer Fasan auf der Welt, Herta Müller

ჩემ მეორე ბლოგზე ვწერდი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2009 წლის ლაურეატის ჰერტა მიულერის შესახებ. დიდი მცოდნე ლიტერატურისა არ გახლავართ მაგრამ დამაინტერესა ამ ქალის შემოქმედებამ და ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე მისი წიგნი Der Mensch ist ein großer Fasan auf der Welt , ინგლისურად ეს წიგნი გამოიცა სახელწოდებით The Passport.

მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუმინეთში, როცა ჩაუჩესკოს რეჟიმი ”ყვავილობის” ფაზაშია. სოფელი სადაც წიგნის მთავარი მოქმედი პირი ცხოვრობს გერმანულ ენოვანია, და მისი მოსახლეობა ცდილობს დატოვოს სოფელი და გადავიდეს გერმანიაში- აიღოს გერმანული პასპორტი (თითოეულ გერმანელ მოქალაქის რუმინეთის დატოვების უფლების სანაცვლოდ, გერმანია სამაოდ დიდ თანხას აძლევდა რუმინეთის მთავრობას). სოფლის მეწისქვილე ვინდიხი ველოსპედით ყოველდღე მიუყვება სამსახურის გზას და ითვლის დღეებს, ომის მემორიალის წინ კი რომელიც გაყვითლებული ფურცლისფერი ვარდებითაა გარშემოტყმული, ის ითვლის წლებს. უკან მომავალ გზაზე კი ვინდიხი კვლავ ითვლის წლებს და დღეებს. ალბათ სრული მოწყენოლობა გგონიათ წიგნი ხო? მაგრამ ჯერ ნუ განსჯით :)

რაც ყველაზე მეტად მომეწონა წიგნში არის, საზოგადოების აღწერა. ჩვეულბრივი სოფლის მაცხოვრებელები, რომლეთა ყოველდღიურობაც სავსეა და მართულია ცრურწმენებით. მაგალითად, სოფელში ახალგაზრდა ბუ მიფრინდა, და მთელი სოფელი ელოდა ვინმე ახალგაზრდის გარდაცვალებას. წიგნში უამრავი ასეთი საინტერესო ცრურწმენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

წინგნის შინაარსი უდაოდ ძალიან საინტერესოა, მაგრამ უნდა ვთქვა ენაზეც. ერთი შეხედვით ენა მარტივია, მაგრამ იმდენ სიმბოლიკას შეიცავს რომ მარტივი წინადადების გააზრებას დიდი დრო სჭირდება. ალბათ ამიტომაცაა ჰერტა მიულერი თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო მწერალი.

Thursday, December 17, 2009

Sputnik Sweetheart, Haruki Murakami

დღეს ჰარუკი მურაკამის ერთ ერთ წინგნზე უნდა მოგითხროთ. მისი სახელია Sputnik Sweetheart და წარმოადგენს მურაკამისეულ ფიქშიონ ჟანრის ნოველას. წიგნში სულ სამი პერსონაჟია სუმიმე ოცდაათი წლის ნიჭიერი მწერალი ქალი, რომელიც ცდილობს წერას მაგრამ არ გამოსდის, მიუ - ქალი, რომელზეც სუმიმე ყურებამდეა შეყვარებული მიუხედავად მათ შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებუსა და თავად მთხრობელი რომელიც რამოდენიმეჯერაა წიგნში მოხსენიებული სუმიმიმეს მიერ K.- დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რომელსაც ასევე უყვარს სუმიმე, თუმცა ეს უკანასკნელი მის გრძნობებს არ იზიარებს. სასიყვარულო საკუთხედია პირდაპირ.

ერთ დღეს K. ს ურეკავენ რომელირაც ბერძნული კუნძულიდან. ზარის ავტორი სუმიმეს შეყვარებული მიუა, რომელიც ძალიან გაკვირვებული, დადარდიანებული და შეშინებულია სუმიმეს გამო. როგორც ის ამბობს, სუმიმე ყოველვარი საუბრის და გაფრთხილების გარეშე გაქრა. წიგნში ისმის კითვა სად არის სუმიმე? იქნებ ის მკვდარია? ან იქნებ სადმე ჭაში ჩავარდა? (ვისაც გაქვთ წაკითხული - The Wind-Up Bird Chronicle, ნაცნობი იქენბა თქვენთვის რას ვგულისმობ) ან იქნებ სხვა სივრცეში გადავიდა?

რადგანაც მინდა თქვენ ჩემმა მკითხველმა ეს წიგნი წაიკითხოთ, ამიტომ არ გავცემ პასუხს ზემოთ დასმულ შეკითვებს, ასევე არ დავწერ თუ რატომ ქვია წიგნს Sputnik Sweetheart. ამ ყველაფრის პოვნა ტავად შეგიძლიათ ქვემოთ დადებულ ბმულზე.
წინგნის რუსული ვერსიის ჩამოქაჩვა აქედან შეგიძიათ - Sputnik Sweetheart, RUS

ახლა რაც შეეხება წინგის ჩემეულ შეფასებას. ძალიან სუსტი, მითუმეტეს ისეთი წიგნების გვერდზე როგორებიცაა The Wind-Up Bird Chronicle, Kafka on the shore, Norwegian wood. არანაირი ახალი პერსონაჟი, ახალი გარემო ან რამე სხვა, ესა წიგნი გამოდგა უბრალოდ გამეორება ჩემ მიერ ზემოთ დასახლებული სამი წიგნისა. თუმცა წაკითხვას მაინც გირჩევთ მითუმეტეს თუ ზემოტ დადებული სამი წიგნიდა არცერთი წაგიკითხავთ.

In Cuba I was a German Shepherd, Ana Menendez

კუბაზე ვიყავი გერმანული ნაგაზი - არის ერთ ერთი წიგნი რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ავტორს ანა მენდესს სულ როიოდე წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ მიუეხედავად ამისა მისმა ამ მშვენიერმა წიგნმა Pushcart-ის პრიზი აიღო. წიგნში აღწერილი სიტუაცია სრულიადაც არაა უცხო მწერალისათვის, მისი მშობლები და მშობლების ამხანაგები თავად გახდნენ წიგნის პერსონაჟების პროტოტიპები.

წიგნი წარმოადგენს პატარა ნოელების კრებულს. სამოციან წლებში ბევრი ადამიანი იძულებეული იყო გამოქცეოდა ფიდელ კასტროს რეჟიმს და თავი ამერიკისათვის შეეფარებინა. ემიგრანტთა რიგებში კი ყველანაირ ადამიანს ნახავდით, უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორებს, კუბაში ცნობილ ექიმებსა თუ იურისტებს.

ანა მენდესი მერკანტილური სიზუსტით აღწერს განსხვავებას ამერიკულ და კუბურ ტრადიეებს შორის, რომელიც ვლინდება როგორც კერძო ოჯახურ დონეზე, ასევე უფრო გფართო სოციალურ დონეზე. მწერალი აღწერს იმა დამიანის ფსიქოლოგიას რომელიც ვერ ახდენს ასიმოლაციას ახალ კულტურასთან და მიუხედავად ცუდი მოგონებისა საკუთარ ქვეყანაზე, მაიც ახდენს საკუთარი სამშობლოს იდეალიზიციას.

Wednesday, November 25, 2009

პორტუგალიის კეისარი, Selma Lagerlöf

თუ მკითხავთ შენი აზრით ვინ არის საუკეთესო შვედი ქალი მწერალიო, მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გიპასუხებთ რომ ეს სელმა ლაგერლოფია. პირველი ქალი მწერალი რომელმაც ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში. თუ შემეკითხებით მისი საუკეთესო წიგნი რომელიაო მაშინაც ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ვიტყვი რომ ესაა - პორტუგალიის კეისარი.

”რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყო, იან ანდერსონი არასდროს არ იღლებოდა გაეხსენებინა ის დღე როცა მისი პატარა გოგონა დაიბადა” იწყება წიგნი. და მართლაც, იანისა და მისი მეუღლის კატარიანს ცხოვრება მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ რაც მათ პირველი შვილი შეეძინათ - Klara Fina Gulleborg.

გოგონა გახდა ყველაფერი მამის ცხოვრებაში. იანი იყო საშინლად ამაყო რომ ყავდა ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი შვილი. და ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა. იანის მასტერი ერიკი, ტყეში უბედური შემთხვევით დაიღუპა და მისი საქმეების წარმოება დაიწყო ერიკის სიძემ, რომელმაც იანს უთხრა რომ მისი ქოხი ერიკის კუთვნილ მიწაზეა. ოჯახმა ასი კრონა უნდა გადაიხადოს და კიდევ სხვა ასი კრონა რადგან იანს დებენ ბრალს იმ უბედურ შემთვევაში. ხოდა აბა საიდან აქვს ღატაკ ოჯახს ამდენი ფული? მათი სიმდიდრე ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილი კლარაა ...


ბევრი ფიქრის შემდეგ, კლარა გადაწყვიტავს სტოკჰოლმში წასვლასა და ფულის გამომუშავებას. რათქმაუნდა მამა ძალიან მოწყენილია, და მისი დამშვიდება ხდება მხოლოდ იმ პირობით რომ ერთი წლის მერე შვილი დაუბრუნდება თავის მშობლებს.თუმცა გადის დრო, კლარა აგზავნის200 კრონას, მაგრამ თავად არ ჩამოდის. გარდა ამისა მშბლებს მისდით ხმა თითქოს კლარა სტოკჰოლმში კი არ მუშაობს არამედ პროსტიტუციას ეწევა. მშობლებისათვის და განსაკუთრებით მამისათვის ეს იმდენად დიდი სტრესია რომ ის გიჟდება და ამბობს რომ არის ”პორტუგალიის კეისარი”


15 წლის შემდეგ, ბრუნდება კლარა სახლში, და ხედავს მამას რომელიც სრულიად შეშლილია ჭკუიდან. გოგოს სურს დედის წაყვანა მალმოში და იქ მასთან ერთად ცხოვრება. როცა ისინი გემზე არიან, იანი გადახტება წყალში რათა გემი გააჩეროს, მაგრამ სამწუხაროდ დაიხრჩობა.

წიგნში მოთხრობილი ისტორია არის მაგალითი იმისა თუ რამდენას უსაზღვრო შეიძლება იყოს მშობლების სიყვარული საკუთარი შვილის მიმართ. მეორეს მხრივ კი სახეზე გვაქვს კლარა, რომელიც ვერ ხედავს საკუთარი მამის სიყვარულს, ან ადანაშაულებს მას იმაში რომ მოუწია სტოკჰოლმში წასვლა და ფულის გამომუშავება, რა გზით არ ვიცით რადგან წიგნში ეს გარკვეულად არ წერია.

როცა ჩვენ ადამიანები მოწყენილები ვართ, ჩვენ ვტირივართ, ან ვესაუბრებით მეგობრებს, ან ვსვავთ. სელმა ლაგერლოფი კი სრულიად სხვა გზაზე საუბრობს ესაა რეალობიდან გაქცევა, და იმ სამყაროს წარმოდგენა რომელშიც თავს უფრო კომფორტულად ვგრნობთ.

Friday, November 13, 2009

ლაოძის - The Tao Te Ching

არ ვიცი თუ გქონიათ შეხება Lao Tzu-ს ლექსთა კრებულთან The Tao Te Ching. რატომღაც მგონია რომ მკითხველთა ძალიან მცირე ნაწილს მხოლოდ, ამიტომ ნება მიბოძეთ ცოტა რამ დავწერო ამ მშვენიერი წიგნის შესახებ რომელსაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვკითხულობდი.

The Tao Te Ching წარმოადგენს უძველეს ჩინურ წიგნს (ბამბუკზე იყო დაწერილი) რომელიც ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნეშია შექმნილი ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის ლაოძის მიერ. მასში შესულია ლაოძის 81 ლექსი რომლებიც გაყოფილია 2 ნაწილად Tao და Te. თითოეული ლექსი გვასწავლის რაღაც ახალს, გვაფიქრებს ცხოვრებაზე. ალბათ არცაა ეს გასაკვირი რადგან The Tao Te Ching ლაოძის დაოიზმის ფილოსოფიურ სწავლებას წარმოადგენს.

რა არის Tao? აგერ ბატონი, ლაოძის სიტყვებით ეს არის:

The tao that can be told
is not the eternal Tao
The name that can be named
is not the eternal Name.

The unnamable is the eternally real.
Naming is the origin
of all particular things.

Free from desire, you realize the mystery.
Caught in desire, you see only the manifestations.

Yet mystery and manifestations
arise from the same source.
This source is called darkness.

Darkness within darkness.
The gateway to all understanding.

აი ერთ ერთი ლექსიც კრებულიდან.
ლექსი #28

Know the male,
yet keep to the female:
receive the world in your arms.
If you receive the world,
the Tao will never leave you
and you will be like a little child.

Know the white,
yet keep to the black:
be a pattern for the world.
If you are a pattern for the world,
the Tao will be strong inside you
and there will be nothing you can't do.

Know the personal,
yet keep to the impersonal:
accept the world as it is.
If you accept the world,
the Tao will be luminous inside you
and you will return to your primal self.

The world is formed from the void,
like utensils from a block of wood.
The Master knows the utensils,
yet keeps to the the block:
thus she can use all things.

დიდი იმედი მაქვს რომ დაინტერესდით ამ ლექსებით, ამიტომ ვდებ ბმულებს სადაც მათი წაკითხვა შეგიძლიათ.

The Tao Te Ching, read online, ENG.
Лао Цзы. Дао дэ Цзин. RUS