-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო... ეს იქნება ჩვენი საიდუმლო - ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!
აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია... შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა - კი. ( ჟოზეფი))
ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.
შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 - აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)
P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ ბევრად უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.
Clown
Clown