Wednesday, May 25, 2011

ერიკ-ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი

-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო... ეს იქნება ჩვენი საიდუმლო - ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!

 1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.

აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია...  შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა - კი. ( ჟოზეფი))

ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.

შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ  შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 - აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს  ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)

P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ ბევრად უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.

Clown 

Tuesday, May 24, 2011

Arthur Clarke-The city and the stars

არტურ კლარკი
სერ არტურ კლარკი დაიბადა სომერსეტში 1917 წელს და თავისი ცხოვრების დიდი პერიოდი შრი-ლანკაში გაატარა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია ფანტასტიკის სფეროში. აგრეთვე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელმაც კავშირგაბმულობის თანამგზავრის მოქმედების პრინციპი ჩამოაყალიბა. 2001 წელს თანამშრომლობდა სტენლი კუბრიკთან, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო რომანებისთვის, მათ შორის „ბავშვობის დასასრული“, „პაემანი რამასთან“ და „სამოთხის შადრევნები“.


თავიდან ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე დავეჭვდი, მეგონა შემეშალა და კლიფორდ დ. საიმაკის რომელიმე წიგნს ვკითხულობდი, არ მესმის ასე ძალიან რატომ ჰგავს ერთმანეთს მათი წერის სტილი, მაგრამ ფაქტია ისე მაგრად წერენ ფენტეზის, რომ მთელი თვე გონებიდან არ გამომდის „კადრები“.

წიგნში საუბარია ქალაქ „დიასპარზე“, სადაც რობოტებივით დაპროგრამებუული ადამიანები ცხოვრობენ. იქ ყველაფერი ციფრულია, მატერია არ არსებობს, მოსახლეობა ნივთებსაც კი მეხსიერების საცავებში ინახავს. ამ ქალაქში არ არსებიბს დაბადება და სიკვდილი, ემოციებიც და მომავალიც კი დაპროგრამებული აქვთ ადამიანებს, რომლებსაც „ცოცხალი“ ცივილიზაციების ეშინიათ...

ქალაქები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ დიასპარს ვერც ერთი შეედრება. საუკუნეების განმავლობაში ქალქს მზრუნველი კალთა გადაეფარა თავისი მოდგმისათვის და განადგურების შენელებული პროცესისგან და გარე სამყაროს საფრთხეებისგან იცავდა. დიასპარი ერთ დროს უდიდეს ძალას ფლობდა, რაც ვასკვლავებზე ბატონობიოს საშუალებას აძლევდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ლეგენები ამბობენ, მოვიდნენ დამპყრობლები და კაცობრიობა იძულებული გახდა, ამ უკანასკნელ თავშესაფარს შეკედლებოდა.

ჩემი აზრით, ეს წიგნი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.


საოცრად ეფექტური...მომაჯადოებელი, დავუვიწყარი მომავლის სამყარო - რობერტ სილვერბერგი


შორეულ მომავალზე შექმნილი რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური- Sunday Time


Clown

Saturday, May 14, 2011

Ro utan åror : en bok om livet och döden.

იმ დღეს როცა ცნობილ შვედ ჟურნალისტს ულა კარინ ლინდქვისტს 50 წელი შეუსრულდა, ერთ ერთი ყველაზე საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - ამოიოტროფული ლატერალური სკლეროზი.

Ro utan åror : en bok om livet och döden (ნიჩბების მოსმა ნიჩბის გარეშე: წიგნი სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ) ულა კარინ ლინდქვისტის ბიოგრაფიული წიგნია რომელიც დაავადების მსვლელობის მოკლე პერიოდში დაიწერა.

რაზეა წიგნი? მიუხედავად იმისა რომ ალს ტერმინალური დაადებაა და განკურნება შეუძლებელია ეს წიგნი სიცოცხლეზეა, სიცოცხლეზე მოცემულ მომენტში, მოცემულ წამში, წუთში. სყვარულზე, სითბოზე და იმ ადამიანურ განცდებზე რომელიც 4 შვილის მომაკვდავ დედას აქვს.

სიმართლე რომ გითხრათ მძიმე წასაკითხი წიგნია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. რატომ? ეს არის დაავადება რომელიც სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ, ადამიანებს რომელბიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურები იყვნენ და სასწაულად კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ. დიაგნოზის დასმის შედეგ კი ავადმყოფი ძალიან ცოტა ხანი ცოცხლობს. რაც ყველაზე ცუდია ხდება სრულიად დამოკიდებული - დამოკიდებული ადამიანებზე და მანქნებზე. ადამიანებზე ჰიგიენის მხრივ, მანქანებზე კი სოცოცხლის შენარჩუნების მხრივ. ხოდა კითხულობ ულას დღიურს და მასთან ერთდ ფირობ - რატომ?!

ძალიან საინტერესო წასკაითხია თუ როგორ ახდენს ავტორი სიტუაციასთან შეგუებას, როგორ რეაგირებენ მისი არასრულწლოვანი და სრულწლოვანი შვილები. თუ როგორ ამზადებს ის ოჯახს მისი გარდაცვალებისათვის. ასევე ძალიან საინტერესოა მომაკვდავი ადამიანის ფიქრები, მოლოდინები სხვა ადამიანებისაგან. უნდათ მათ ჩვენი შეცოდება? თუ ჩვენი მხარდაჭრა?

Wednesday, May 4, 2011

A Brief History of Time -From the Big Bang to Black Holes, Stephen Hawking

ვაგრძელებ ჩემი ერთ ერთი ფავორიტი თეორიული ფიზიკოსის Stephen Hawking -ის წიგნების კითხვას. რაღაც სასაცილოდ კი გამოვიდა. სულ პირველად მისი ბოლო წიგნი წავიკითხე, ახლა კი მის პირველ წიგნს ვკითხულობ. იგივე წიგნი რუსულადაც მაქვს წაკითხული ძალიან დიდი ხნის წინ , თუმცა როგორც ჩანს იმ დროისათვის არც ცოდნა მქონდა შესაბამისი და არც მზად ვიყავი იმისათვის რომ ავროტის ერთ ერთი საუკეთესო წიგნი A Brief History of Time -From the Big Bang to Black Holes შესაბამისად გამეგო.

წიგნის დასაწყისში ავტორი წერს - "...მითხრეს რომ წიგნში დაწერილი თითოეული ფორმულა მკითხველთა რაოდნობას ნახევრამდე შეამცირებს..." როგორც ბრძენმა ადამიანმა რჩევა მიიღო და წიგნში ერთადერთი კლასიკური ფორმულა E = mc2 -ია. :) ამ ფორმულამ მკითხველთა რაოდენობა ნახევრამდე ალბათ ნამდვილად დაიყვანა, მაგრამ მე როგორც მისი "ფანი", დაინტერესებულთა ნახევარში აღმოვჩნდი :)

რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი?
პირველი რაც მომეწონა არის ის რომ წიგნში ავტორი ძალიან პერსონალურია. მწირად მაგრამ შიგდაშიგ წერს თავის ცხოვრებაზე, დაავადებაზე და იმაზე თუ როგორ ვითარდებოდა როგორც ფიზიკოსი და მეცნიერი.
მეორე წიგნში ნებისმიერი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე მოცემულია სხვადასხვა ასტრონომიული მოვლენნის ახსნა მაგ. დიდი აფეთქება, შავი ხვრელები, დრო და სივრცე. ასევე ძალიან საინტერესოდ ხსნის კვანტური მექანიკისა და ფართობითობის თეორიის საფუძვლებს კოსმოლოგიასთან მიმართებაში.
მესამე ""As we shall see, the concept of time has no meaning before the beginning of the universe. This was first pointed out by St. Augustine. When asked: What did God do before he created the universe? Augustine didn't reply: He was preparing Hell for people who asked such questions. Instead, he said that time was a property of the universe that God created, and that time did not exist before the beginning of the universe." "

Sunday, April 17, 2011

The Grand Design - Stephen Hawking and Leonard Mlodinow

გიბრუნდებით ერთი ფრიად საინტერესო და შემეცნებითი წიგნით რომელიც ცნობილი ფიზიკოსების Stephen Hawking და Leonard Mlodinow ურთიერთ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

წიგნის სახელია The Grand Design და მინდა გითხრათ რომ ფრიად საინტერესო და რაც მთავარია ადვილად საკითავი წიგნია მათთვის ვინც დაინტერესებულია თეორიული ფიზიკით, სამყაროს შექმნის საკითხებით და ა.შ. მაგრამ არ აქვს შესაბამისაი განათლება ფიზიკაში, მათემატიკაში ან მომიჯნავე მეცნიერებებში.

რადგანაც ჩემი ფიზიკის ცოდნა ძალიან მწირია, ვერ გავაკრიტიკებ იმ მოსაზრებებს რომელიც წიგნშია წამოჭრილი, სამაგიეროდ შევეცდები ჩემი მკითხველი დავაინტერესო და მოვუთხრო ის თუ რაზეა წიგნი.

როგორ და რატომ შეიქმნა სამყარო? რატომ ვართ ჩვენ ადამიანები იქ სადაც ვართ? რატომ არის ბუნებრივი კანონების ასე ზუსტად მორგებულნი ჩვენი არსებობის შესაძლებლობებთან? არის თუ არა ღმერთი რომელმაც წამოიწყო ეს ყველაფერი თუ მეცნიერება რაიმე სხვა ალტერნატივას გვთავზობს?! ესენი არიან კითხვები რომელთა განხილვაც წიგნში საკმაოდ ადვილ ენაზე ხდება. წიგნი დაწერილია იუმორით და მისი წაკითხვა ერთი სიამოვნებაა :) რაც მთავარია გვიჩენს სურვილს რომ ავტორების ადრეული ნაშრომები წავიკითხოთ :)

Sunday, March 20, 2011

Theun de Vries-Rembrandt

ამ ბოლო დროს დიდი სურვილი გამიჩნდა დამეწყო ბიოგრაფიული წიგნების კითხვა, ხოდა ბევრი ფიქრის შემდეგ თეინ დე ფრისის „რემბრანდტი“ ავირჩიე.

Rembrandt van Rijn
„რემბრანდტზე ბევრი წიგნია დაწერილი, XVII საუკუნის უდიდესი ჰოლანდიელი მხატვრის ფატალურ ბედისწერას მსოფლიოს მრავალი მწერლის, მკვლევარისა თუ კრიტიკოსის ყურადღება მიუქცევია. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიელი მწერალი-კომუნისტი თეინ დე ფრისი (Theun de Vries). იგი გვესაუბრება რემბრანდტის ცხოვრების მეტად რთულ პერიოდზე, როცა მძიმე დარტყმისაგან განადგურებული მხატვარი მაინც თავისი ჰუმანური იდეალების, თავისი შემოქმედების უკომპრომისო ერთგული დარჩა.“

* * *

როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს.
...რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.

Thursday, March 10, 2011

კრძალვითა და ცახცახით…

„ბატონი ჰანედა ბატონი ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი – ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო – ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი – ჩემი. მე თვითონ არავის უფროსი არ ვყოფილვარ.“
ასე იწყება ამელი ნოტომის რომანი „კრძალვითა და ცახცახით“, რომლისთვისაც ავტორმა 1999 წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.
როგორც წინა პოსტში ვახსენე ამელი ნოტომის მამა ბელგიელი იყო. ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ქალი ამელია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დაიწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.
ჩემი აზრით წიგნი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირების შესახებაა. მთავარ გმირს „აღარაფერი გაეგებოდა“, იგი ფიქრობდა, რომ არავის უნდოდა ადამიანი თავისი ღირსებით და გამუდმებით ეკითხებოდა თავის ცნობიერს/არაცნობიერს: „განა შეიძლება, ჯოჯოხეთს ღმერთი მართავდეს?“
ამელი გვეუბნება, რომ არსებობის ინტიმური და უმნიშვნელო მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება და დროა, დავფიქრდეთ იმ აკრძალვათა ყოვლისმომცველობაზე, მთელ ცხოვრებას რომ ასე მკაცრად გვისაზღვრავს.
ავტორი აგრეთვე საუბრობს იაპონურ კულტურაზე, შეხედულებებზე, მორალზე, ეთიკაზე და იძახის, რომ უცხოელთაგან ვისაც კი სურვილი გასჩენია, იაპონიას შესისხლხორცებოდა, თავისი ღირსების საქმედ უქცევია იმპერიის წეს-ჩვეულებათა დაცვა.
ტექსტი ალბათ იერარქიული კიბის პრინციპზეა აგებული და მისი უმეტესი ნაწილი მაინც მიგვანიშნებს „შეუბღალავ სახელზე“, რომელიც არაფერს მოგვიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გვექნება, რაც სიამაყით ვერ აგვავსებს, მით უმეტეს – სიამით.
პირადად მე, ამ წიგნში დავინახე უღიმღამო მოვალეობათა უსასრულო რიგი, მაგრამ დასასრული სასტიკად მესიამოვნა…

Clown 

Wednesday, March 9, 2011

ამელი ნოტომი და „კატილინას წინააღმდეგ“

რა ხდება, როცა სულის უფსკლულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენთ? შეგვძულდება თუ არა თავი?

1967 წელს დაიბადა იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამოდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში.
გამოქვეყნებული აქვს თოთხმეტი რომანი. 1999 წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.
1995 წელს გამოცემული რომანისთვის „კატილინას წინააღმდეგ“ მას მიანიჭეს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია.
„კატილინას წინააღმდეგ“ არის თეატრალური მინი-პიესა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი, სამი, ოთხი პერსონაჟი. კითხვისას ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი ადამიანი ნისლში გახვეულივით ხვდება, როგორ ემატება მის მექანიკურ ბილბორდს „არამირაჟული ფრაზები“. მაგალითად, როგორიცაა „ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს!..“
ამელი გვესაუბრება ცნობიერის და არაცნობიერის გაუცხოებაზე, ანუ რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?! იგი მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველაფრის გააზრების სურვილი სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასია.
ის დეტალურად აყალიბებს „ცარიელი“ ადამიანის პრობლემებს და მის მიერ გავრცელებულ, სხვა ადამიანებზე შემოხვეულ დუმილს. ყოველგვარი გადახვევის გარეშე გვეუბნება, რომ სიცარიელეს შემაძრწუნებელი შესაძლებლობები გააჩნია და დაუნდობელი კანონები მართავს.
პირადად მე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ არ ვირჩევთ/ვიცნობთ საკუთარ თავს. მემგონი ამელიც გავიცანი, მას იშვიათი უნარი გააჩნია – იხუმროს ყველაფერზე და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე.

Clown

Bilden av pappa, Thelma Asdisardóttir და Gerđur Kristnÿ

როცა ამ თემის გარშემო რაიმე ფილმს ვუყურებ მაინც მსუბუქად ვღებულობ, ფილმია ბოლოსდაბოლოს. მაგრამ როცა ავტობიუგრაფიული წიგნი წავიკითხე ძალიან ცუდად გავხდი. იმდენად ცუდად რომ ადამიანის მოკვლის სურვილი გამიჩნდა.

წიგნის ისლანდიელი ავტორი Thelma Asdisardóttir , მოგვითხრობს მისი ოჯახის ისტორიას, ისტორიას სადაც 5 მცირეწლოვანი გოგონა საშინელ სიტუაციაში ცხოვრობს და იზრდება. მამა პედოფილი, ლოთი და მოძალადე დედაზე და შვილებზე. დედა - დაბეჩავებული მსხვერპლი რომელსაც ხმის ამოღებაც კი არ შეუძლია რათა თავისი შვილები დაიცვას მამისაგან რომელიც მათ ყიდის სხვადასხვა პედოფილებზე.

წიგნს რომ ვკითხულობდი დედაზე გამიჩნდა საშინელი აგრესია, კი მაგრამ როგორ არ აკეთებს არაფერს როცა ხედავს რომ მამა არასრულწლოვან შვილებზე ძალადობს, აძალებს მათ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები მიიღონ და და ყიდის მათ სხეულებს იმისათვის რომ ნარკოტიკები და სასმელი იყოდის? რატომ არ იღებს ხმას დედა როცა ხედავს რომ მამა თავად შვილებთან ახდენს სექსუალურ კავშირს?! რატომ არ წავა და წაიყვანს შვილებს იმ ჯოჯოხეთური ყვითელი სახლიდან?! არ მესმოდა და პასუხი ახლაც არ მაქვს. თავად წიგნის ავტორიც ამბობს რომ როცა გაიზარდა ეს კითვები უტრიალებდა თავში, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა რომ დედა იმდენად დაბეჩავებული, იმდენად გაუბედურებული ადამიანი იყო რომ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. თავად აპატია დედას.

სოციუმი - თითქოს კი ხვდებიან რაღაცას, რომ ოჯახში მთლად კარგად ვერ არის სიტუაცია, მაგრამ ბავშვები იმდენად მოწესრიგებულნი დადიან, იმდენად ცდილობენ რომ ჩანდნენ ნორმალურები ვერ ხვდებიან რომ ასეთ საშინელებას შეიძლება ქონდეს ადგილი. რაღაც მომენტებში თითქოს კი ჟონავს ინფორმაცია, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს იმისათვის რომ გამოიძიონ სიტუაცია. როგორც ჩანს უფრო ადვილია პოლიციას დაუკავშირდე როცა სახლიდან ხმამაღალი მუსიკის ტონები გამოდის, ვიდრე როცა პედოფილიის ეჭვია.

კიდევ ემოციების ქვეშ ვარ, ნეტა არ წამეკითხა ეს წიგნი.

Monday, January 24, 2011

An Unquiet Mind: A Memoir of Moods and Madness, Kay Redfield Jamison

ადამიანებს ხშირად გვაქვს მცდარი წარმოდგენები სხვადასხვა ფსიქიკური დააადებების შესახებ, ასევე ხშირად გვგონია რომ თუ ადამიანს რაიმე სერიოზული დაავადება აქვს ის ცხოვრებაში წარუმატელებელი და უფუნქციო იქნება. ჩვენს ამ და ბევრ სტერეოტიპს არღვევს Kay Redfield Jamison, რომელიც ავტობიოგრაფიულ წიგნში An Unquiet Mind: A Memoir of Moods & Madness აღწერს მის ცხოვრებას ბიპოლარულ სიდრომთან ერთად.

კეი არის ფსიქიატრიის პროფესორი და მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი ექპერტი მანოდეპრესიულ საკითხებთან დაკავშირებით. სრულიად შემდგარი ავტორიტეტი და ძალიან განათლებული ქალი, 17 წლის ასაკიდან ებრძვის თავის დაავადებას რომელიც ორ პოლუს შორის იცვლება - პირველი ღრმა დეპრესია, როცა არც მუშაობის და უბრალოდ სიცოცხლის უნარიც კი არ აქვს და მეორე - მანიაკალური ფაზა როცა მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ეს უკანასკნელი ფაზა იმდენად ძლიერია, იმდენად კარგად აღიქმება თავად კეის მიერ რომ მას მკურნალობის სურვილიც არ აქვს, იმიტომ რომ იცის ეს მკურნალობა ბოლოს დეპრესიამდე მიიყვანს, დეპრესია კი ისევ არსებობისთვის ბრძოლაა.

ავტორი მოგვითხრობს სხვადასხვა მექანიზმების შესახებ რომლებიც მან გამოიყენა დაავადებასთან ბრძოლაში და რაც მთავარია იუმორით და ყველსათვის გასაგებ ენაზე აღწერს იმ მართლაც რომ საშინლად საინტერესო დაავადების შესახებ რომელსაც მანოდეპრესიული დაავადების შესახებ.

ამ ვიდეოზე შეგიძლიათ უყუროთ თავად ავტორს რომელიც გვიზიარებს თავის გამოცდილებას :)


Saturday, January 15, 2011

Белое на чёрном - Рубен Гальего

დიდი ხანია ბიოგრაფიული წიგნების კითხვა ჩემი ჰობი გახდა, წიგნის შერჩევისას მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს - წიგნის ავტორს უნდა ქონდეს სერიოზული ფსიქიკური ან ფიზიკური დაავადება.

დღესაც გთავაზობთ წიგნს რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს - Белое на чёрном - Рубен Гальего. წიგნი ქართულად გამომცემლობა დიოგენეს მიერ არის დაბეჭდილი და ყიდვა თუ გინდათ შეიძენთ სახელით "თეთრით შავზე", მაგრამ სანამ მის წაკითხვას გადაწყვიტავთ დაფიქრდით ხართ კი ფსიქოლოგიურად მზად წაიკითხოთ რეალური საშინელება რომელიც საშინელებათა ფილმებზე უარესია?!

" Когда я был совсем маленьким, я мечтал о маме, мечтал лет до шести. Потом я понял, вернее, мне объяснили, что моя мама – черножопая сука, которая бросила меня. Мне неприятно писать такое, но мне объясняли именно в этих терминах." რუბენის მშობლები საბჭითა კავშირში სწავლობდნენ, მათ შეეძინათ ბიჭი რომელსაც ცერებრალური დამბლა ქონდა. წლების განმავლობაში რუბენი იცვლდა ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებს, მოხუცებულთა თავშესაფარშიც კი იყო მაგრამ რად უჯდებოდა მას ეს ყევლაფერი - " Я – герой. Быть героем легко. Если у тебя нет рук или ног – ты герой или покойник. Если у тебя нет родителей – надейся на свои руки и ноги. И будь героем. Если у тебя нет ни рук, ни ног, а ты к тому же ухитрился появиться на свет сиротой, – все. Ты обречен быть героем до конца своих дней. Или сдохнуть. Я герой. У меня просто нет другого выхода".

საშინლად მძიმე წიგნია რომელიც პირველივე ფურცლებიდან საშინელ დეპრესიაში აგდებს მკითხველს. ავტორი პირდაპირ მოგვითხრობს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები ბავშვთა სახლებში და განსაკუთრებით ისინი ვისაც მუდმივი ასისტენტობა სჭირდებოდა, თუ როგორ გულქვად ექცეოდნენ მათ მომვლელები, მასწავლებლები და ა.შ. და რომ არა თავად ბავშვების ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა, ბევრი მათგანი ალბათ ვერც კი გაართმევდა თავს ყოველდღიურობას - "Уйди от меня, сука, тварь. Ты русская. Я тебя ненавижу. Я всех русских ненавижу. Фашисты, сволочи. Укольчик? Давай сюда укол, только не такой, а настоящий, чтобы умереть навсегда. Я – черножопый, вы – русские. Тогда убейте меня и не мучайте. Вам даже яда для меня жалко. Вы хуже фашистов. Фашисты всех инвалидов убивали, а вы издеваетесь..."

ყველაზე მეტად რამაც ცუდად გამხადა იყო ის რომ ამ ბავშვებზე ხელი ქონდათ აღებული ყველას, ისინი იყვნენ ერის და ქვეყნის სირცხვილი. დაბადებიდანვე ისინი ითლებოდნენ დებილებად, გონებაჩლუნგებად და არაფრის მაქნისებად. არავინ ცდილობდა მათ მხარში ამოდგომას და დახმარებას. ღმერთის იმედზე იყვნენ, იმ ღმერთის რომელზე საუბარიც კი აკრძალული იყო :(


Sunday, January 2, 2011

ერთი ფსიქიკურად ავადმყოფი დანიანი ადამიანის მონათხრობი - Andreas Almengård

იცით რა არის საინტერესო, როცა მსგავს ბიოგრაფიულ წიგნებს ვკითხულობ, ვცდილობ მწერლის ენიდან გამომდინარე დავასკვნა რა სპექტრის დაავადებასთან გვაქვს საქმე. დეპრესიული ადამიანები უფრო მრავალფეროვანი, ემოციურად დატვირთული ენით წერენ. ფსიქოზიანი ადამიანები უფრო კონკრეტულები და ფაქტებზე მიმართულები არიან. მაგრამ რა ენაზე წერს ანდრეასი?

Östra Fäladen Blues - en psyksjuk knivmans berättelse - მორიგი ბიოგრაფიული წიგნია რომლის შესახებაც დღეს მინდა დავწერო. წიგნის ავტორის დიაგნოზი ასპერგერის სინდრომია ფსიქოტიკური მომენტებით. რომ არა ერთი შემხვევა დიაგნოზს ვერც კი მიიღებდა. ეს შემთვევა კი შემდეგი იყო- ანდრეასმა ფისიქკურად ავადმყოფი ადამიანების საერთო საცხოვრებელში, ორი თანამშრომელი დანით დაჭრა. თავადვე წერს რომ მისი მიზანი თავის დაცვა იყო, რადგან ის ფიქრობდა რომ ამ ადამიანებს მისი მოკვლა უნდოდათ. იმის ნაცვლად რომ ციხეში ჩაესვათ, ანდრეასი განამწესეს ფსიქ-რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც დაგეგმილი იყო მისი მკურნალობა და სოციალიზაცია.

ავტორი მერკანტილური სიზუსტით მოგვითხრობს მის მოგზაურობას ერთი განყოფილებიდან მეორე განყოფილებაში, ცდილობს გადმოცეს ემოციები რომლებიც ძალიან მშრალია და ძირითადად ორ სპექტრში - შიში - კმაყოფილება გამოიხატება. ავტორი თამამად წერს პერსონალის დამიკიდებულებაზე მის მიმართ, და რაც ყველაზე მთავარია - იმ დიდი ლაფსუსების შესახებ რომელიც ფსიქიატრიულ რეაბილიტაციაში არსებობს. გარდა ამისა ანდრეასი ფარდას ხდის სინამდვილეს, და გვაჩვენებს თუ რა დიდი განსხვავება შეიძლება იყოს რეალურ ფაქტსა და ჟურნალისტების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას შორის.

ვის ვურჩევ წიგნის წაკითხვას - ყველას ვისაც სურს სამყაროს დანახვა ასპერგერის სინდრომის მქონე ადამინის თვალებით :)