იცით რა არის საინტერესო, როცა მსგავს ბიოგრაფიულ წიგნებს ვკითხულობ, ვცდილობ მწერლის ენიდან გამომდინარე დავასკვნა რა სპექტრის დაავადებასთან გვაქვს საქმე. დეპრესიული ადამიანები უფრო მრავალფეროვანი, ემოციურად დატვირთული ენით წერენ. ფსიქოზიანი ადამიანები უფრო კონკრეტულები და ფაქტებზე მიმართულები არიან. მაგრამ რა ენაზე წერს ანდრეასი?
Östra Fäladen Blues - en psyksjuk knivmans berättelse - მორიგი ბიოგრაფიული წიგნია რომლის შესახებაც დღეს მინდა დავწერო. წიგნის ავტორის დიაგნოზი ასპერგერის სინდრომია ფსიქოტიკური მომენტებით. რომ არა ერთი შემხვევა დიაგნოზს ვერც კი მიიღებდა. ეს შემთვევა კი შემდეგი იყო- ანდრეასმა ფისიქკურად ავადმყოფი ადამიანების საერთო საცხოვრებელში, ორი თანამშრომელი დანით დაჭრა. თავადვე წერს რომ მისი მიზანი თავის დაცვა იყო, რადგან ის ფიქრობდა რომ ამ ადამიანებს მისი მოკვლა უნდოდათ. იმის ნაცვლად რომ ციხეში ჩაესვათ, ანდრეასი განამწესეს ფსიქ-რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც დაგეგმილი იყო მისი მკურნალობა და სოციალიზაცია.
ავტორი მერკანტილური სიზუსტით მოგვითხრობს მის მოგზაურობას ერთი განყოფილებიდან მეორე განყოფილებაში, ცდილობს გადმოცეს ემოციები რომლებიც ძალიან მშრალია და ძირითადად ორ სპექტრში - შიში - კმაყოფილება გამოიხატება. ავტორი თამამად წერს პერსონალის დამიკიდებულებაზე მის მიმართ, და რაც ყველაზე მთავარია - იმ დიდი ლაფსუსების შესახებ რომელიც ფსიქიატრიულ რეაბილიტაციაში არსებობს. გარდა ამისა ანდრეასი ფარდას ხდის სინამდვილეს, და გვაჩვენებს თუ რა დიდი განსხვავება შეიძლება იყოს რეალურ ფაქტსა და ჟურნალისტების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას შორის.
ვის ვურჩევ წიგნის წაკითხვას - ყველას ვისაც სურს სამყაროს დანახვა ასპერგერის სინდრომის მქონე ადამინის თვალებით :)
No comments:
Post a Comment