Rembrandt van Rijn |
* * *
როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს....რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე. რემბრანდტი ფიქრობდა, რომ სინამდვილე ყველგან და ყველაფერშია: შუქშიც და ჩრდილშიც. მას საყვედურობდნენ, რომ მის სურათებში ღამეული განათება ნამდვილს არ ჰგავდა. ის კი ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ეძებდა. რემბრანდტი სხვების ნახატებს ისევე „მქრქალად“ აღიქვამდა, როგორც მათ „ცხოვრებისეულ ფანტაზიას“. იგი თვლიდა, რომ მარტო მასალა და მასალის ცოდნა ფერმწერს ჭეშმარიტ ოსტატათ ვერ აქცევდა. „მხოლოდ წიგნით ადამიანის სხეულის ზომებისა და პროპორციების შესწავლა საკმარისი არ არის. წიგნში ესენი განყენებული მცნებებია. ყოველი ადამიანის სხეული სრულიად ახალ და განუმეორებელ რაღაცას წარმოადგენს, ამიტომ ყოველთვის ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ“.
რემბრანდტი მოსწავლეებისგან საკუთარი სტილის, საკუთარი ფანტაზიის პოვნას თხოულობდა. მას არ ესმოდა, თუ რატომ კარგავდნენ ადამიანები დროს „მკვდარი თეორიის“ ქექვაში.იგი ყურადღებას აქცევდა ყველას, ქალსაც და კაცსაც. ხედავდა როგორ იქცეოდნენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მონდომებით აკვრიდებოდა, რას აკეთებდნენ მათი ხელები. მეხსიერებაში იბეჭდავდა, როგორ ტირის ხალხი სიხარულისგან ან როგორ იცინიან მაშინ, როცა ტირილი უნდათ. რემბრანდტისთვის გრძნობების ბუნებრივი დინამიკა ყველაფერს ნიშნავდა.
მას ყველაზე მეტად სიბერის ეშინოდა. სიბერე ხომ „შემოქმედების თვითმკვლელობას“ ნიშნავდა. როდესაც იგი ორმოცდაექვსი წლის გახდა მისი ნახატების სილაღე ზომიერებამ შეცვალა. მისმა შემოქმედებამ „დეფრომაცია“ განიცადა მომწიფებისკენ.
P.S რემბრანდტს პირველი ცოლი (სასკია) გარდაეცვალა, მისგან ერთი ვაჟი (ტიტუსი) დარჩა, შემდეგ დაუქორწინებლად თავის მოახლესთან (ჰენდრიკიესთან) შეეძინა ბავშვი (კორნელია), ხოდა თურმე XVII საუკუნეშიც არსებობდა ჰოლანდიაში „მმკ“ :D …
ჰენდრიკიესთან მიდიოდნენ საეკლესიო საბჭოს დესპანები. მისგან საშინელი სასჯელის მუქარით მოითხოვდნენ, რომ ცოდვიანი, უმსგავსი კავშირი გაეწყვიტა რემბრანდტთან.
„-შემირცხვენია იმათი ღვთისმოსაობა! - მრისხანებას ვერ ფარავდა რემბრანდტი.“
წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი ამ პერიოდის „იმპერიალისტური“ რელიგია.
„რელიგიის დესპანები“ იმით ტრაბახობდნენ, რომ ძირფესვიანად იცოდნენ ბიბლია, შეეძლოთ თვალები აღეპყროთ და რომელიც გინდა, ის ადგილი ჩამოერაკრაკებინათ. სახარების წაკითხვა კი აღარ ახსენდებოდათ. რემბრანდტი მათ ფარისევლებს ეძახდა, რადგანაც მარხულობდნენ, ლოცულობდნენ და მხოლოდ მოსაჩვენებლად ასრულებდნენ უფლის მცნებებს.
რემბრანდტი იხსენებდა: „ რამდენჯერ ვმჯდარვარ ცივ ეკლესიაში ცარიელ სკამზე შიშით აკანკალებული, რადგან ღვთის სამსჯავროთი მემუქრებოდნენ, მაგრამ ახლა ჭკუა ვისწავლე, მე მძულს ისინი. მიმიფურთხებია მათი ჩამყაყებული კანონებისათვის, მათი უბადრუკი გულმოწყალებისათვის.
რომ ვფიქრდები ვხვდები, რომ რემბრანდტმა მხოლოდ იმათი სულიერი სამყარო იცოდა, ვის სურათებსაც წერდა. როცა ვინმეს პორტრეტს ქმნიდა, თითქოს რაღაც ახალი გრძნობის ორგანო უჩნდებოდა, რომელიც ეხმარებოდა, ჩასწვდომოდა თავისი „მოდელის’ ფიქრებსა და სურვილებს, სხვების მიმართ კი ბრმა და ყრუ იყო. აი მაგალითად, თავისი პირველი შვილის, ტიტუსის მიმართ. როდესაც ტიტუსმა ბავშვურობა დაკარგა და გაიზარდა, რემბრანდტს აღარ იზიდავდა, როგორც „მოდელი“, ამიტომაც იგი ვერ ამჩნევდა შვილის ჩამუქებულ სულიერ სამყაროს.
რემბრანდტს ნათესავებიც კი სასტიკად მტრობდნენ, ამიტომაც იგი ფიქრობდა: „ფული! ფულისაგან ემსგავსება ყველა ერთმანეთს: ხელის ჭუჭყი თვალთმაქცობის შხამით წამლავს ყველას; ეს კედელი, ალმასივით მტკიცე კედელი, თვით ნათესავებსაც კი აშორებს ერთმანეთს“...
იგი თავისმა ბიძაშვილმა ვან ლუდიგმა გააკოტრა. მისმა შვილმა ვერ აიტანა მამის დამცირება. მას ყველა ერთნაირად შესძულდა, ღარიბიც და მდიდარიც. ბოლოს ამასაც კი ეკითხებოდა საკუთარ თავს: „არსებობს კი სიკეთე, სამართალი და პატიოსნება?“ და დაასკვნიდა: „ცხოვრება გამოცანაა, ეს ისეთი ბოროტი, ძლიერი ძალაა, მასთან ჭიდილი უაზრობააო“...
PP.S სიმართლე რომ ვთქვა, რემბრანდტის უბედურების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მისი ქედმაღლობა იყო, მაგრამ მას ყოველთვის ერთი რაღაც უკვირდა: „ნუთუ შეიძლება, ადამიანმა თავის სიცოცხლეში ერთზე მეტი ცხოვრება განვლოს?!...“
რემბრანდტი ბოლოს „ბებერი ჯადოქარივით“ გაგიჟდა. მისი გაორებული ცხოვრება, რომელიც კვდომა უფრო იყო, ვიდრე ცხოვრება, თანდათან უფრო მეტად უბნევდა თავგზას...
PPP.S წიგნში მხოლოდ რემბრანდტის ბიოგრაფია არაა მოთხრობილი, ბრაზილიური სერიალივით. აქ აგრეთვე ყურარება გამახვილებულია ეპოქის ღირებულებებზეც, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით.
Clown
saintereso chans!
ReplyDeleteკი, ძალიან საინტერესოა ))
ReplyDelete