Monday, May 18, 2009

სიამოვნებისაგან მოგვრილი ცრემელები

ცრემლები სიცილისაგამ ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. თუმცა ამ პოსტში სიამოვნებისაგან გამოწვეული ცრემლების შესახებ მინდა დავწერო. ეჰ, ეგ არა რაც შენ იფიქრე ჩემი ძვირფასი მკითხველო. კაი წინგის წაკითხვით მიღებულ სიამოვნებაზე მაქვს საუბარი.

ადრეც დავწერე, ჩემმა მაგობარმა გურამ დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი” გამომიგზავნა. მის კითხვას გასულ პარასკევს შევუდექი და რამოდენიმე თავზე დათენებული ღამის შემდეგ დღეს დავამთავრე. წიგნის შინაარსზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს, არც მისი პერსონაჟების განხილვას არ დავიწყებ, რადგან იმედი მაქვს რომ ვისაც არ წაგიკითხავთ ეს შესანიშნავი წიგნი, ჩემი პოსტი ინტერესს გაგიღვიძებთ და დაიწყებთ მის კითხვას.

რა ვთქვა? დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობდი წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში იყო გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი ქართული იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მიხარია რომ გვყავს ისეთი თანამედროვე მწერალი როგორიც გურამ დოჩანაშვილია.

7 comments:

  1. მე ჯერ არ მაქვს წაკითხული. საქართველოში რომ ვიყავი სულ არ გამხსენებია რისი წაღება მინდოდა და აქ არსად იქნება :(

    ReplyDelete
  2. მხოლოდ საქართველოში იყიდება :)
    მეც ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა :)

    ReplyDelete
  3. საინტერესო ბლოგია გავცვალოთ მისამართები http://mcerloba.blogspot.com

    ReplyDelete
  4. თორნიკე
    მყავხარ შენ ჩემს ბლოგროლში :)

    ReplyDelete
  5. gamarjobat.mec sazgvargaret vcxovrob da bavshvobashi maqvs cakitxuli es cigni.uzomod momecona maxsovs da dzalian minda kidev cakitxva.xom ar icit vinmem online shi electronul versias versad vipovi..? madlobt pasuxistvis..

    ReplyDelete
  6. არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო წიგნზე – წიგნი სამაგიდო და წიგნი ცხოვრების, დიდაქტიკური და საოცრად მუსიკალური, წიგნი რაინდებზე, ნაძირალებზე, ფარისევლებზე, მართლებზე და კიდევ მრავალზე.

    გულგრილად ვერ ვსაუბრობ ამ უდიდეს რომანზე...

    ReplyDelete
  7. absoluturad vetanxmebi avtors da yvelas, vinc am temaze komentari dado :)
    martlac, es cxovrebis wignia, bibliis sapudzveldze sheqmnili, romelsac tavisi ubraloebita da sighrmit aghtacebashi mohyavs uklebliv yvela mkitxveli;
    ''guram dochanashvilis wigni_esaa wigni siketisa da borotebis shecnobaze'' _ dartulia nawarmoebis pirveli nawilis gamocemashi, rac sruli simartlea.
    guram dochanashvilisa da otar chiladzis shemoqmedeba meoce saukunis (da ara marto...)qartuli literaturis namdvili zeimia.
    didi madloba saintereso statiisatvis.

    ReplyDelete