ვაგრძელებ ბიოგრაფიული წიგნების მიმოხილვას, და წიგნი რომელსაც დღეს გთავაზობთ არის პიროვნების აშლილობაზე რომელსაც ქვია -Borderline personality disorder.
არც კი ვიცი საიდან დავიწყო. როგორც თვითონ წერს, მიკაელა ყოველთვის რთული და უცაური ბავშვი იყო. სწრაფად ცვალებადი ხასიათით, არ უნდოდა სკოლაში სიარული, იყო ასოციალური, ქონდა სახლიდან გაქცევის ბევრი მცდელობა, თვით დაზიანების და თავის მოკვლის მცდელობა. მოკლეთ ისეთი თვისებები რომელიც რთულ თინეიჯერულ ასაკს ახასიათებს.
ავტორის მიხედვით, ის რამოდენიმეჯერ მოხვდა ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში, მაგრამ რადგან ამ დაწესებულებაში ერიდებიან სტიგმატიზაციას, მას დიაგნოზი არ ჰქონია, თუმცა ბორდერლაინზე ეჭვი კი იყო. საბოლოოდ დიაგნოზი 31 წლის ასაკში მიიღო, და მიკაელას სიტყვებით თან ამოისუნთქა თან დამძიმდა. იმიტომ ამოისუნთქა რომ მის მდგომარეობას ბოლოსდაბოლოს სახელი ერქვა, და დამძმდა იმიტომ რომ გახდა სტიგმატიზირებული.
მიკაელა დეტალებში არწერს თუ როგორ გავლენას ახდენს მისი ფსიქიკური დავადება მის პირად ცხოვრებაზე, ბავშვებზე, სამსახურზე, მეგობრებზე, მშობლებთან ურთიერთობაზე. და ჩემთვის სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომ დავიწყე ამ წიგნის კითხვა.
No comments:
Post a Comment