Rembrandt van Rijn |
* * *
როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს....რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.