Thursday, November 11, 2010

სოლვეიგ იოჰანსონის - "ხიდი არ გახდა დასასრული"

სოლვეიგ იოჰანსონის - "ხიდი არ გახდა დასასრული" თვალის დახამხამებაში შემომეკითხა. დასვენებებზე, ტრანსპორტში და აბაზნაში ისე სწრაფად ჩაილია ყველა ფურცელი რომ ბოლოს უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა - ცოტა უნდა გამომეზოგა წიგნი.

წინა წიგნების მსგავსად, ესეც ავტობიოგრაფიული წიგნია. სოვეიგი არის პაციენტი რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება არ შემდგარი თვითმკვლელობის შემდეგ. თუმცა როგორც სოვეიგი ამბობს მისი მიზანი თვითმკვლელობა არც ყოფილა, მას მხოლოდ უნდოდა საშინელი ფიქრებისაგან განთავისუფლებულიყო. საბოლოოდ კი თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოყო, მისი მდგომარეობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რამოდეიმე თვე დატოვეს კიდეც.

გამოჯანმრთელბა ნელ ნელა მიდიოდა, ბოლოს ECT -იც კი სცადეს და სოვეიგიც ნელ ნელა გამოკეთების გზას დაადგა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე უკიდურესობაში - მანიურ ფაზაში გადავარდა. მას არ ესმოდა სავადმყოფოს პერსონალი რატომ არ იყო კმაყოფილი მისი გამოჯანმრთელებით, მაშინ როცა სოლვეიგი ასე სასწაულად კარგად გრძნობდა თავს, იმდენად კარგად რომ ეგონა ყველაფრის გაკეთება შეეძლო.

ჩემი აზრით ეს წიგნი კარგად ასახავს 90-იან წლებში ფსიქიატრიული საავადმყოფოების ზოგად სახეს შვედეთში. სოვეიგს არც კი უთრხრეს რომ მას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და ყველა ამიტომ იყო შეწუხებული მისი "გამოჯანმრთელებით". ეს და ძალიან ბევრი სხვა პრობლემა დაწვრილებითაა განხილული წიგნში, ასევე ძალიან საინტერესოა იმის წაკითხვა თუ როგორ ხედავს სამყაროს მანიდეპრესიული ადამიანი დაავადების სხვადასხვა ფაზაში.

1 comment:

  1. აუცილებლად წავიკითხავ , დამაინტერესეთ :)

    ReplyDelete