ენ ჰებერლეინის - "მე არ მინდა სიკვდილი, მე უბრალოდ სიცოცხლე არ მინდა" წიგნთა იმ კატეგორიას განეკუთვნება რომელიც ძააალიან, ძალიან მძიმედ იკითხება. იმიტომ კი არა რომ ჩახლართული ფილოსოფიური ტექსტებია, ან კიდევ ტერმინოლოგიაა რთული, არა ამ მხრივ წიგნი არაა ძნელი, მისი სიძნელე მხოლოდ ერთ რამეშია - ემოციები, ფიქრები, განცდები.
წიგნის ავტორი საკუთარი ავადმყოფობის ისტორიაზე მოგვითხრობს. დაწვრილებით წერს ყოველდღიურ ემოციებსა თუ ფიქრებზე, სურვილზე გამოეთხოვოს სიცოცხლეს. ენი წარმატებული ძალიან ძლიერი ქალია და მისი სიძლიერე ცხოვრების ყველა სფეროში გამოიხატება. ის არის პროფესიონალი რომელსაც შეუძლია ტელეფონით ინტერვიუს მიცეს მაშინ როცა მანქანას დიდი სიჩქარით მართავს და ოცნებობს რომ შემთხვევით ავარია გააკეთოს.
როგორც ზემოთ დავწერე, ენი წარმატებული ქალია და გარშემო ბევრი ადამიანი ახვევია. ყავს ოჯახი, სამი შვილი, თითქოს მეგობრებიც მაგრამ რაღაცნაირად მაინც სულ მარტოა, იმდენად მძიმეა რომ ლაპარაკიც არ შეუძლია, და სხვას კი ალბათ მისი მოსმენა უჭირს.
პ.ს.წიგნი ძალიან საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ ენი არ მოგვითხრობს მისი დაავადების მეორე მხარეზე რომელიც მე პირადად ბევრად მიმზიდველად მიმაჩნია ვიდრე სუიციდური ფიქრებია.