ჩემ მეორე ბლოგზე ვწერდი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2009 წლის ლაურეატის ჰერტა მიულერის შესახებ. დიდი მცოდნე ლიტერატურისა არ გახლავართ მაგრამ დამაინტერესა ამ ქალის შემოქმედებამ და ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე მისი წიგნი Der Mensch ist ein großer Fasan auf der Welt , ინგლისურად ეს წიგნი გამოიცა სახელწოდებით The Passport.
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუმინეთში, როცა ჩაუჩესკოს რეჟიმი ”ყვავილობის” ფაზაშია. სოფელი სადაც წიგნის მთავარი მოქმედი პირი ცხოვრობს გერმანულ ენოვანია, და მისი მოსახლეობა ცდილობს დატოვოს სოფელი და გადავიდეს გერმანიაში- აიღოს გერმანული პასპორტი (თითოეულ გერმანელ მოქალაქის რუმინეთის დატოვების უფლების სანაცვლოდ, გერმანია სამაოდ დიდ თანხას აძლევდა რუმინეთის მთავრობას). სოფლის მეწისქვილე ვინდიხი ველოსპედით ყოველდღე მიუყვება სამსახურის გზას და ითვლის დღეებს, ომის მემორიალის წინ კი რომელიც გაყვითლებული ფურცლისფერი ვარდებითაა გარშემოტყმული, ის ითვლის წლებს. უკან მომავალ გზაზე კი ვინდიხი კვლავ ითვლის წლებს და დღეებს. ალბათ სრული მოწყენოლობა გგონიათ წიგნი ხო? მაგრამ ჯერ ნუ განსჯით :)
რაც ყველაზე მეტად მომეწონა წიგნში არის, საზოგადოების აღწერა. ჩვეულბრივი სოფლის მაცხოვრებელები, რომლეთა ყოველდღიურობაც სავსეა და მართულია ცრურწმენებით. მაგალითად, სოფელში ახალგაზრდა ბუ მიფრინდა, და მთელი სოფელი ელოდა ვინმე ახალგაზრდის გარდაცვალებას. წიგნში უამრავი ასეთი საინტერესო ცრურწმენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
წინგნის შინაარსი უდაოდ ძალიან საინტერესოა, მაგრამ უნდა ვთქვა ენაზეც. ერთი შეხედვით ენა მარტივია, მაგრამ იმდენ სიმბოლიკას შეიცავს რომ მარტივი წინადადების გააზრებას დიდი დრო სჭირდება. ალბათ ამიტომაცაა ჰერტა მიულერი თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო მწერალი.
No comments:
Post a Comment