Wednesday, November 25, 2009

პორტუგალიის კეისარი, Selma Lagerlöf

თუ მკითხავთ შენი აზრით ვინ არის საუკეთესო შვედი ქალი მწერალიო, მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გიპასუხებთ რომ ეს სელმა ლაგერლოფია. პირველი ქალი მწერალი რომელმაც ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში. თუ შემეკითხებით მისი საუკეთესო წიგნი რომელიაო მაშინაც ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ვიტყვი რომ ესაა - პორტუგალიის კეისარი.

”რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყო, იან ანდერსონი არასდროს არ იღლებოდა გაეხსენებინა ის დღე როცა მისი პატარა გოგონა დაიბადა” იწყება წიგნი. და მართლაც, იანისა და მისი მეუღლის კატარიანს ცხოვრება მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ რაც მათ პირველი შვილი შეეძინათ - Klara Fina Gulleborg.

გოგონა გახდა ყველაფერი მამის ცხოვრებაში. იანი იყო საშინლად ამაყო რომ ყავდა ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი შვილი. და ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა. იანის მასტერი ერიკი, ტყეში უბედური შემთხვევით დაიღუპა და მისი საქმეების წარმოება დაიწყო ერიკის სიძემ, რომელმაც იანს უთხრა რომ მისი ქოხი ერიკის კუთვნილ მიწაზეა. ოჯახმა ასი კრონა უნდა გადაიხადოს და კიდევ სხვა ასი კრონა რადგან იანს დებენ ბრალს იმ უბედურ შემთვევაში. ხოდა აბა საიდან აქვს ღატაკ ოჯახს ამდენი ფული? მათი სიმდიდრე ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილი კლარაა ...


ბევრი ფიქრის შემდეგ, კლარა გადაწყვიტავს სტოკჰოლმში წასვლასა და ფულის გამომუშავებას. რათქმაუნდა მამა ძალიან მოწყენილია, და მისი დამშვიდება ხდება მხოლოდ იმ პირობით რომ ერთი წლის მერე შვილი დაუბრუნდება თავის მშობლებს.თუმცა გადის დრო, კლარა აგზავნის200 კრონას, მაგრამ თავად არ ჩამოდის. გარდა ამისა მშბლებს მისდით ხმა თითქოს კლარა სტოკჰოლმში კი არ მუშაობს არამედ პროსტიტუციას ეწევა. მშობლებისათვის და განსაკუთრებით მამისათვის ეს იმდენად დიდი სტრესია რომ ის გიჟდება და ამბობს რომ არის ”პორტუგალიის კეისარი”


15 წლის შემდეგ, ბრუნდება კლარა სახლში, და ხედავს მამას რომელიც სრულიად შეშლილია ჭკუიდან. გოგოს სურს დედის წაყვანა მალმოში და იქ მასთან ერთად ცხოვრება. როცა ისინი გემზე არიან, იანი გადახტება წყალში რათა გემი გააჩეროს, მაგრამ სამწუხაროდ დაიხრჩობა.

წიგნში მოთხრობილი ისტორია არის მაგალითი იმისა თუ რამდენას უსაზღვრო შეიძლება იყოს მშობლების სიყვარული საკუთარი შვილის მიმართ. მეორეს მხრივ კი სახეზე გვაქვს კლარა, რომელიც ვერ ხედავს საკუთარი მამის სიყვარულს, ან ადანაშაულებს მას იმაში რომ მოუწია სტოკჰოლმში წასვლა და ფულის გამომუშავება, რა გზით არ ვიცით რადგან წიგნში ეს გარკვეულად არ წერია.

როცა ჩვენ ადამიანები მოწყენილები ვართ, ჩვენ ვტირივართ, ან ვესაუბრებით მეგობრებს, ან ვსვავთ. სელმა ლაგერლოფი კი სრულიად სხვა გზაზე საუბრობს ესაა რეალობიდან გაქცევა, და იმ სამყაროს წარმოდგენა რომელშიც თავს უფრო კომფორტულად ვგრნობთ.

1 comment:

  1. ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა შენმა ჩანაწერმა ჩემზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა.
    კლარას დედის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გამაკვირვა, ქმარი რომ მიატოვა...

    ReplyDelete