Friday, August 7, 2009

The Story of Buddha and Buddhism: His Life and Sayings by Brain Brown

ვაგრძელებ ბუდიზმთან დაკავშირებული წიგნების განხილვას. (პირველი პოსტი ამ თემაზე შეგიზლიათ იხილოთ აქ)

დღეს გთავაზობთ
Brain Brown-ის წინგსThe Story of Buddha and Buddhism: His Life and Sayings. ვისთვის არის ეს წიგნი საიტერესო? იმ მკითხველისათვის რომელიც დაინტერესებულია ბუდიზმით, რელიგიური საკითხებით ან უბრალოდ აინტერესებს ისტორია. რადგან ბუდას ისტორია არის რეალური ადმაიანის ისტორია რომელიც რეალურად არსებობდა და ცხოვრობდა ძველ ინდოეთში. გადმოცემის ტანახმად ბუდა რომ დაიბადა მას ქონდა ფეხისგულებზე ნიშანი, და წინასწარმეტყველებმა მას უწინასწარმეტყველეს ორი სახის მომავალი. 1. თუ სასახლეში დარჩებოდა იქნებოდა ყველაზე ძლიერი მმართველი და მისის სახელი სამუდამოდ დარჩებოდა ისტორიაში. 2. თუ სასახლიდან წავიდოდა ის იქნებოდა უამრავი ადამიანის წინამძღოლი, შეცვლიდა უამრავი ადამიანის ცხოვრებას. 29 წლის ასაკში პრნცი სასწაულებრივად ახერხებს სასახლიდან გაპარვას და იწყებს ჭეშმარიტების ძიებას. 6 წლის შემდეგ ის ხდება დიადი ბუდა.

სამწუხაროდ ვერ დავწერ მთელ ისტორიას. უბრალოდ გეტყვით რომ წიგნში ბუდას ისტორიას გარდა ასევე მოცემულია ბუდიზმის დოქტრინები და მანუსკრიპტებიდან ამონადირები. ასევე განმარტებულია ბევრი ბუდისტური ტერმინი და სიკეთისა და ბოროტების ცნება. მინდა გითრათ რომ ბევრი რელიგიისაგან განსხვავებით ბუდიზმში ეშმაკი როგორც გარე ფაქტორი არ არსებობს. ის ყველა ჩვეთაგანშია და მისი დაძლევის შემდეგ ხდება პრინცი სიდჰართა ბუდა. ასევე ბუდიზმის მიხედვით თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს ბუდა.

წიგნი ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი, და უკან მივაბრუნე. სიმაღთლე რომ გითხრათ ისე მომეწონა რომ მის ყიდვას ვაპირებ. არასდროს არ იცი როდის დაგჭირდება ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა ჭაბუკის ისტორიის წაკითხვა.

წიგნის ყიდვა შეგიძლიათ აქ -
The Story of Buddha and Buddhism: His Life and Sayings



No comments:

Post a Comment