Tuesday, July 21, 2009

Erik V. Gunnemark, The art of learning languages

დღეს მინდა ცოტა რამ დავწერო ერთი ძალიან საინტერესო წიგნზე, რომლის არსებობის შესახებაც შევიტყვე ლინგვისტუსისაგან . წიგნის სახელია ”The art of learning languages”, ავტორი ცნობილი შვედი ლინგვისტი Erik V. Gunnemark.

წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე და შვედურად ის ჟღერს შემდეგნაირად ”Konsten att lära sig språk”, ანუ ენის შესწავლის ხელოვნება. სიმართლე გითხრათ ენები ჩემი სუსტი წერტილია, რაც თავი მახსოვს სულ რაღაც ენას ვსწავლობ და საბოლოოდ არცერთი ენა ვიცი სრულყოფილად (მათ შორის ქართულიც) ამ წიგნის წაკითხვაც სწორედ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა- ანუ როგორ შევისწავლო უცხო ენა, მოკლე დროში და რაც მთავარია ეფექტურად.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ენის შესწავლის რამოდენიმე ეტაპზე. დამწყები, საშუალო და კარგად მცოდნე. თითოეული ეტაპისათვის ის თვლის რომ საჭიროა ადამიანმა სიტყვების და გამოთქმების გარვეული რაოდენობა იცოდეს. მაგრამ ეს სიტყვები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ისეთები რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად შეგვიძია. გუნემარკი ასევე აღნიშნავს რომ საჭიროა თავიდანვე შეძლებისდაგვარად კარგად გამოვთქვათ თითოეული სიტყვა და ისე დავისწავლოთ ის. გუნემარკი მიუთითებს რომ ჩვენი მშობლიური ენიდად გამომდინარე, ზოგი ენა უფრო ადვილია შესასწავლად, ზოგი ძნელი, ამიტომ ხანდახნ სასურველის შუალედურ ენას მივმართოთ. მაგალითად თუ მინდა ვისწავლო იაპონური, უკეთესი იქნება თუ ჯერ ცინურს ვისწავლი რადგან იაპონურ ენაში ბევრ ჩინურ იეროგლიფსა და სიტყვას იყენებენ.

წიგნის წაკითხვას ვურჩევ ყველას ვისაც აინტერესებს ენები, და სიამოვნებას ღებულობს ენების შესწავლითა და მათ შესახებ წიგნების კითვხისაგან.

წიგნის ჩამოქაჩვა შეგიძიათ აქ - Эрик В. Гуннемарк "Искусство изучать языки"

ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო Erik V. Gunnemark -ის მეორე ცნობილ წიგნზე Countries, peoples and their languages: the geolinguistic handbook (Paperback - 1992) .

No comments:

Post a Comment