ესეც ასე, ჩემი მორიგი წიგნი რომლის შესახებაც მინდა ვილაპარაკო არის " Drakar, Gudar & Andar i den Kinesiska Mytologin." Text av Tao Tao Liu Sanders. (ინგლისურად Dragons, gods & spirits from Chinese Mythology.) ანუ ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ გამოვა ”დრაკონები, ღმერთები და სულები(spirits) ჩინურ მითოლოგიაში”
წიგნი წარმოადგენს სხვადასხვ ისტორიების ნაკრებს. დაწყებული ისტორიებიდან სამყაროს შექმნის შესახებ სულებისა და დემონების შესახებ ისტორიებით დამთავრებული. სიმართლე რომ გითრათ წიგნი არის საბავშვო და ორიგინალური ისტორიები უფრო აგმარტივებულია, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისატვის რომ მართლაც სიამოვნება მიმეღო შესანიშნავი ისტორიებისაგან. სადაც აღწერიალია სხვადასხვა მითოლოგიური არსებბების ცხოვრება, ხასიათი. რაც მთავარია ეს არსებები კი არიან მითოლოგიურნი, მაგრამ მათ ადამიანური თვისებები ახასიათებთ, მაგალითად: შური, სიყვარული, თავგანწირვა , ერთგულება და ა.შ.
წიგნის კითხვისას ზოგიერთ ისტორიასთან დაკავშირებით ნაცნობობის გრძნობაც კი გაგიჩნდებათ. აბა გაიხსენეთ ის ისტორია სადაც პრინცესა გედის ტანსაცმელს ატარებს და ერთხელ ბანაონისას ერთი პრინცი მოპარავს ამ ტანსაცმელს რათა პრინცესამ გაფრენა ვერ შეძლოს. გახსოვთ ხომ ეს ისტორია? მსგავს ისტორიას ამ წიგნშიც წავაწყდი, ოღონდ პრინცესა ჩვეულებრივი მოკვდავი კი არა არამედ ერთ ერთი ღმერთის შვილია. და ასეთი ისტორია უამრავია :)
წიგნის წაკითხვას ვურჩევ ყველას ვისაც აინტერესებს მითოლოგია, ან უბრალოდ უყვარს სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები. თითოეული ისტორიის საშუალებით იმოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
ერიკის ამბები და სხვა :)
8 years ago