ესეც ესე, აი გადავწყვიტე და დავიწყე პატარა ბლოგუშკას წერა იმ წიგნების შესახებ რომლებიც წავიკითე. სამწუხაროდ სწავლის გამო უკვე ვეღარ ვკითხულობ ბევრს მაგრამ მაინც ვახერხებ რაღაცეებს. ხოდა აი ვდებ პირველ რეცენზიასაც.
ერთ დღესაც ბიბლიოთეკაში ”Science fiction” ის განყოფილებაში თაროების წინ შემოვრჩი, გულმოდგინედ ვეძებდი ვინმე შვედ მწერალს რომელიც ამ სფეროში წერს და დიდი ყოყმანის შემდეგ არჩევანი გავაკეთე Asa Larsson, ”შავი ბილიკი”-ზე. Asa პროფესიით იურისტია რომელიც იმავროულად წიგნებსაც წერს, ხოდა ვიფიქრე რომ ეს წიგნი საიტერესო წასაკითხი იქნებოდა.
მოქმედება ხდება ჩრდილოეთ შვედეთში. გამომძიებლები ანა მარია მელა და სვენ ერიკი იძიებენ შვედეთის ერთ ერთი ძალიან ცნობილი კორპორაციის დირექტორის თანაშემწის ინა ვატრანგის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას. დეტექტივების მოყვარულნი ალბათ აქედანვე გამოცნობთ რომ მკვლელობაში კორპორაციის უფროსის ხელიც არის ჩარეული, მაგრამ გამომძიებლები ცოტა სხვა გზით მიდიან და ცდილობენ მკვლელობასთან ინნას ძმის დიდის დაკავშირებას.
ავტორი ძალიან ცდილობს დაგვანახოს დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა, არ აქვს მნიშვნელობა მდიდარია თუ ღარიბი, ნიჭიერი თუ უნიჭო, დაოჯახებული თუ მარტოხელა ყველა არის მარტოსული, ყველა არის გაუცხოებული, დეპრესირებული, ისევე როგორც კირუნას ბნელი დღეები. ავტორი ფიქრობს, რომ ადამიანი შორს არ წასულა პირველყოფილი ყოფისაგან და დღესაც კი მგლური კანონებით მოქმედებს როცა რამის მიღწევა ან შენარჩუნება უნდა.
ხოდა ვკითხულობდი ამ წიგნს, ერთი დღე, მეორე, მესამე, და მთელი ერთი კვირაც კი. როგორც იქნა ჩავამთავრე და ერთადერთი შეკითვა რაც გამოჩნდა იყო - რა უნდა ამ წიგნს მეცნიერული ფანტასტიკის განყოფილებაში?
ერიკის ამბები და სხვა :)
8 years ago
ძალიან საინტერესო წამოწყებაა ეს ბლოგი. იმედია გააგრძელებ :)
ReplyDelete