Wednesday, May 25, 2011

ერიკ-ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი

-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო... ეს იქნება ჩვენი საიდუმლო - ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!

 1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.

აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია...  შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა - კი. ( ჟოზეფი))

ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.

შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ  შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 - აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს  ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)

P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ ბევრად უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.

Clown 

Tuesday, May 24, 2011

Arthur Clarke-The city and the stars

არტურ კლარკი
სერ არტურ კლარკი დაიბადა სომერსეტში 1917 წელს და თავისი ცხოვრების დიდი პერიოდი შრი-ლანკაში გაატარა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია ფანტასტიკის სფეროში. აგრეთვე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელმაც კავშირგაბმულობის თანამგზავრის მოქმედების პრინციპი ჩამოაყალიბა. 2001 წელს თანამშრომლობდა სტენლი კუბრიკთან, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო რომანებისთვის, მათ შორის „ბავშვობის დასასრული“, „პაემანი რამასთან“ და „სამოთხის შადრევნები“.


თავიდან ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე დავეჭვდი, მეგონა შემეშალა და კლიფორდ დ. საიმაკის რომელიმე წიგნს ვკითხულობდი, არ მესმის ასე ძალიან რატომ ჰგავს ერთმანეთს მათი წერის სტილი, მაგრამ ფაქტია ისე მაგრად წერენ ფენტეზის, რომ მთელი თვე გონებიდან არ გამომდის „კადრები“.

წიგნში საუბარია ქალაქ „დიასპარზე“, სადაც რობოტებივით დაპროგრამებუული ადამიანები ცხოვრობენ. იქ ყველაფერი ციფრულია, მატერია არ არსებობს, მოსახლეობა ნივთებსაც კი მეხსიერების საცავებში ინახავს. ამ ქალაქში არ არსებიბს დაბადება და სიკვდილი, ემოციებიც და მომავალიც კი დაპროგრამებული აქვთ ადამიანებს, რომლებსაც „ცოცხალი“ ცივილიზაციების ეშინიათ...

ქალაქები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ დიასპარს ვერც ერთი შეედრება. საუკუნეების განმავლობაში ქალქს მზრუნველი კალთა გადაეფარა თავისი მოდგმისათვის და განადგურების შენელებული პროცესისგან და გარე სამყაროს საფრთხეებისგან იცავდა. დიასპარი ერთ დროს უდიდეს ძალას ფლობდა, რაც ვასკვლავებზე ბატონობიოს საშუალებას აძლევდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ლეგენები ამბობენ, მოვიდნენ დამპყრობლები და კაცობრიობა იძულებული გახდა, ამ უკანასკნელ თავშესაფარს შეკედლებოდა.

ჩემი აზრით, ეს წიგნი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.


საოცრად ეფექტური...მომაჯადოებელი, დავუვიწყარი მომავლის სამყარო - რობერტ სილვერბერგი


შორეულ მომავალზე შექმნილი რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური- Sunday Time


Clown

Saturday, May 14, 2011

Ro utan åror : en bok om livet och döden.

იმ დღეს როცა ცნობილ შვედ ჟურნალისტს ულა კარინ ლინდქვისტს 50 წელი შეუსრულდა, ერთ ერთი ყველაზე საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - ამოიოტროფული ლატერალური სკლეროზი.

Ro utan åror : en bok om livet och döden (ნიჩბების მოსმა ნიჩბის გარეშე: წიგნი სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ) ულა კარინ ლინდქვისტის ბიოგრაფიული წიგნია რომელიც დაავადების მსვლელობის მოკლე პერიოდში დაიწერა.

რაზეა წიგნი? მიუხედავად იმისა რომ ალს ტერმინალური დაადებაა და განკურნება შეუძლებელია ეს წიგნი სიცოცხლეზეა, სიცოცხლეზე მოცემულ მომენტში, მოცემულ წამში, წუთში. სყვარულზე, სითბოზე და იმ ადამიანურ განცდებზე რომელიც 4 შვილის მომაკვდავ დედას აქვს.

სიმართლე რომ გითხრათ მძიმე წასაკითხი წიგნია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. რატომ? ეს არის დაავადება რომელიც სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ, ადამიანებს რომელბიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურები იყვნენ და სასწაულად კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ. დიაგნოზის დასმის შედეგ კი ავადმყოფი ძალიან ცოტა ხანი ცოცხლობს. რაც ყველაზე ცუდია ხდება სრულიად დამოკიდებული - დამოკიდებული ადამიანებზე და მანქნებზე. ადამიანებზე ჰიგიენის მხრივ, მანქანებზე კი სოცოცხლის შენარჩუნების მხრივ. ხოდა კითხულობ ულას დღიურს და მასთან ერთდ ფირობ - რატომ?!

ძალიან საინტერესო წასკაითხია თუ როგორ ახდენს ავტორი სიტუაციასთან შეგუებას, როგორ რეაგირებენ მისი არასრულწლოვანი და სრულწლოვანი შვილები. თუ როგორ ამზადებს ის ოჯახს მისი გარდაცვალებისათვის. ასევე ძალიან საინტერესოა მომაკვდავი ადამიანის ფიქრები, მოლოდინები სხვა ადამიანებისაგან. უნდათ მათ ჩვენი შეცოდება? თუ ჩვენი მხარდაჭრა?

Wednesday, May 4, 2011

A Brief History of Time -From the Big Bang to Black Holes, Stephen Hawking

ვაგრძელებ ჩემი ერთ ერთი ფავორიტი თეორიული ფიზიკოსის Stephen Hawking -ის წიგნების კითხვას. რაღაც სასაცილოდ კი გამოვიდა. სულ პირველად მისი ბოლო წიგნი წავიკითხე, ახლა კი მის პირველ წიგნს ვკითხულობ. იგივე წიგნი რუსულადაც მაქვს წაკითხული ძალიან დიდი ხნის წინ , თუმცა როგორც ჩანს იმ დროისათვის არც ცოდნა მქონდა შესაბამისი და არც მზად ვიყავი იმისათვის რომ ავროტის ერთ ერთი საუკეთესო წიგნი A Brief History of Time -From the Big Bang to Black Holes შესაბამისად გამეგო.

წიგნის დასაწყისში ავტორი წერს - "...მითხრეს რომ წიგნში დაწერილი თითოეული ფორმულა მკითხველთა რაოდნობას ნახევრამდე შეამცირებს..." როგორც ბრძენმა ადამიანმა რჩევა მიიღო და წიგნში ერთადერთი კლასიკური ფორმულა E = mc2 -ია. :) ამ ფორმულამ მკითხველთა რაოდენობა ნახევრამდე ალბათ ნამდვილად დაიყვანა, მაგრამ მე როგორც მისი "ფანი", დაინტერესებულთა ნახევარში აღმოვჩნდი :)

რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი?
პირველი რაც მომეწონა არის ის რომ წიგნში ავტორი ძალიან პერსონალურია. მწირად მაგრამ შიგდაშიგ წერს თავის ცხოვრებაზე, დაავადებაზე და იმაზე თუ როგორ ვითარდებოდა როგორც ფიზიკოსი და მეცნიერი.
მეორე წიგნში ნებისმიერი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე მოცემულია სხვადასხვა ასტრონომიული მოვლენნის ახსნა მაგ. დიდი აფეთქება, შავი ხვრელები, დრო და სივრცე. ასევე ძალიან საინტერესოდ ხსნის კვანტური მექანიკისა და ფართობითობის თეორიის საფუძვლებს კოსმოლოგიასთან მიმართებაში.
მესამე ""As we shall see, the concept of time has no meaning before the beginning of the universe. This was first pointed out by St. Augustine. When asked: What did God do before he created the universe? Augustine didn't reply: He was preparing Hell for people who asked such questions. Instead, he said that time was a property of the universe that God created, and that time did not exist before the beginning of the universe." "